ფორუმი
მიმდინარე წლის 2-3 ოქტომბერს მსოფლიო ბანკისა და აზერბაიჯანის ბუღალტერთა ასოციაციის ორგანიზებით ქ. ბაქოში ჩატარდა ფორუმი თემაზე:
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა აზერბაიჯანში: პრობლემები და პერსპექტივები;
ფორუმზე მიწვეული იყო ბაფის თავჯდომარე ქალბატონი რუსუდან ჟორჟოლიანი, რომელმაც გააკეთა მოხსენება თემაზე: პროფესიული ასოციაციების როლი და მნიშვნელობა პროფესიონალი ბუღალტრების ფორმირების საქმეში;
ფორუმში წარმატებული პროფესიული ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოსთან ერთად მიწვეული იყვნენ და მონაწილეობდნენ: პოლონეთის, რუსეთის, ყირგიზეთისა და ბოსნია ჰერცოგოვინას პროფესიული ორგანიზაციები;
საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლას სერიოზული დაინტერესება მოჰყვა აუდიტორიის მხრიდან, რაზეც საინტერესო დისკუსია გაიმართა.
3 ოქტომბერს შეხვედრა გაგრძელდა მსოფლიო ბანკის აზერბაიჯანის ოფისში სადაც, მრგვალი მაგიდის ფორმატში, შედგა დისკუსია აზერბაიჯანის პროფესიული ორგანიზაციის განვითარების საკითხებში მოწინავე გამოცდილების გაზიარების კუთხით.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეები შეთანხმდნენ წარმოდგენილი პროფესიული ორგანიზაციების მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერაზე.