საგამოცდო ტესტების/ამოცანების ავტორების და შემფასებლების შერჩევა
საგამოცდო ტესტების/ამოცანების ავტორებისა და შემფასებლების შერჩევა
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია იწვევს მსურველებს საგამოცდო ტესტების/ამოცანების ავტორებისა და შემფასებლების შერჩევის მიზნით, სერტიფიცირების პროგრამის 13-ვე მოდულში.
შერჩევის მიზანია საგამოცდო ტესტების/ამოცანების კვალიფიციური ავტორებისა და შემფასებლების წრის გაზრდა, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფილით და ამ მიმართულებით სერტიფიცირებული პირების ერთიანი ბაზის შექმნა, რაც, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება პროფესიული ორგანიზაციებისა და აკადემიური სექტორისათვის.
ორგანიზაცია: ბაფი
თემა: პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის საგამოცდო მოდულების კითხვების ავტორებისა და შემფასებლების შერჩევა
მოდულების ჩამონათვალი:
- F1 ბუღალტერი ბიზნესში
- F2 მმართველობითი აღრიცხვა
- F3 ფინანსური აღრიცხვა
- F4 ქართული ბიზნესსამართალი
- F5 საქმიანობის შედეგების მართვა
- F6 საგადასახადო დაბეგვრა
- F7 ფინანსური ანგარიშგება
- F8 აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
- F9 ფინანსური მართვა
- P1 სტრატეგიული ბიზნეს ლიდერი
- P2 სტრატეგიული ბიზნეს ანგარიშგება
- P4 ფინანსური მართვა
- P7 აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
შერჩევაში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- ტექნიკურ კომპეტენციას
- უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, ბუღალტერია, აუდიტი)
- პრაქტიკულ გამოცდილებას
- წერის სათანადო უნარს
- გამოცდაზე შესამოწმებელი მასალის ცოდნას
- ორიგინალური კითხვების შემუშავების უნარს
- წერითი ტესტების შედგენისა და შეფასების გამოცდილებას
- წევრი ორგანიზაციის გამოცდების სპეციფიკის ცოდნას (სასურველია)
- სათანადო საგამოცდო კითხვების მახასიათებლების ცოდნა (სასურველია).
შერჩევის კრიტერიუმები:
- დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა გააკეთონ და CV გამოგზავნონ შემდეგ ელ-მისამართზე: baf@baf.ge (ელ. ფოსტის subject-ში ჩაწერეთ - „საგამოცდო ამოცანებისა და ტესტების ავტორებისა და შემფასებლების შერჩევა, მოდული _________“)
- განაცხადები მიიღება 2018 წლის 30 ნოემბრამდე;
- პირველადი შერჩევის მიზნით განაცხადების განხილვა მოხდება 2018 წლის 15 დეკემბრამდე;
- პერსონალური გასაუბრება ჩატარდება 2019 წლის იანვარში;
- შერჩეული პირები დაექვემდებარებიან ტრენინგებს, რომელიც მოიცავს 80 საათს და ჩატარდება ბაფში, შაბათ-კვირის გრაფიკით.
ბაფის განათლების კომიტეტი