კონფერენცია
მიმდინარე წლის 22-23 სექტემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში ბაქოში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია თემაზე - "აზერბაიჯანის ეკონომიკის სტრატეგიული საგზაო რუკა".
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრმა - ნოდარ ებანოიძემ, რომელმაც წარადგინა მოხსენება თემაზე - "აუდიტის დაგეგმვისას რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის მოდელის პრინციპების გამოყენება".