პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი2017 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის Nნ-16 ბრძანებით, დამტკიცდა პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესი. ნორმატიული აქტი განსაზღვრავს საქართველოში პირთა ბუღალტრად სერტიფიცირებისთვის სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესების აღიარების წესებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სერტიფიცირების მიზნით გამარტივებული ტესტირებისა და სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარებისათვის, დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ მიმართონ იმ პროფესიულ ორგანიზაციებს, რომელთა საგამოცდო პროცესიც აღიარებული იქნება სამსახურის მიერ. დოკუმენტი ასევე მოიცავს იმ პროცედურულ საკითხებს, რომელიც დაეხმარება სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მაძიებელ პირებს, ჩაითვალონ როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე გავლილი სასწავლო კურსები (საგნები). ამ მიზნით, ნორმატიული აქტით გათვალისწინებულია საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ცალკეული დისციპლინების (საგნების) აღიარების წესები. დოკუმენტი შეეხო ასევე იმ პირებს, რომლებიც აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის გადიან 3 წლიან აუდიტორულ პრაქტიკას ზედამხედველი აუდიტორის ზედამხედველობის ქვეშ. ნორმატიული აქტი მომზადებულია მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის პროფესიული განათლების საერთაშორისო ექსპერტებთან, პროფესიულ ორგანიზაციებთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და პროფესიული განათლების ექსპერტებთან კონსულტაციების გათვალისწინებით. მისი ძირითადი დებულებები შეესაბამება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი განათლების საერთაშორისო სტანდარტებისა (IES) და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის მოთხოვნებს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე. |