ბაფის გამოცდებზე გამსვლელთა საყურადღებოდ
ბაფის გამოცდებზე ონლაინ რეგისტრაცია
ბაფის გამოცდებზე ონლაინ რეგისტრაცია უნდა მოხდეს გამოცდის გამოცხადებულ თარიღამდე მინიმუმ 10 დღით ადრე.
დამოუკიდებელი (დაუსწრებელი) პრეტენდენტი, რომელიც აბარებს F1 წიგნის ფასიან გამოცდას, უნდა დარეგისტრირდეს 2017 წლის 14 ივნისამდე.
გამოცდებზე (ელექტრონული ვერსიით) On-Line რეგისტრაციისას პრეტენდენტი, რომელსაც აქვს მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და პაროლი, ბაფის ვებგვერდიდან უნდა შევიდეს ბაფის მონაცემთა ბაზაში: baf.ge/gfpaa.ge/განათლება და სერტიფიცირება/სერტიფიცირების პროგრამა (ACCA)/გამოცდები/გამოცდაზე ონლაინ რეგისტრაცია
http://lms.accatraining.ge/projects/gfpaa/login/student/index.php
On-Line რეჟიმში გამოცდებზე რეგისტრაციამდე პრეტენდენტს წესები უნდა ჰქონდეს წაკითხული, გადახდები უკვე უნდა ჰქონდეს შესრულებული და გადახდის ქვითრები დასკანერებული.
გამოცდებზე On-Line რეგისტრაციისას პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- გამოცდის საფასურის ქვითარი - 180 ლარი (ბაფის ანგარიშზე);
- ბაფის საწევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სემესტრის დასაწყისში გადახდილი თანხა);
- ჟურნალის გამოწერის დამადასტურებელი ქვითარი (სემესტრის დასაწყისში გადახდილი თანხა);
- წიგნის შეძენის დამადასტურებელი ქვითარი.
არასრული, ან არასწორი გადახდის შემთხვევაში, პრეტენდენტი რეგისტრაციას ვერ დაასრულებს (რეგისტრაციაზე დასტურს ვერ მიიღებს).
პრეტენდენტმა გადახდის ქვითრები უნდა შეინახოს გამოცდის ბოლომდე. (საჭიროებისამებრ, წარმოადგინოს ბუღალტერთან).
ბაფის ადმინისტრაცია