საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ტენდერი ბაფის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად


ტენდერი ბაფის ფინანსური ანგარიშგების

აუდიტის ჩასატარებლად!

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) აცხადებს ტენდერს   ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად.  ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ბაფის ნებისმიერ კორპორაციულ წევრს.

 აუდიტის ტექნიკური დავალება:

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის  2016 წლის ფინანსური ანგარიშების აუდიტი (ცნობისათვის: ბაფს ჩატარებული აქვს 2014 და 2015 წლების ფინანსური ანგარიშების აუდიტი);

ბაფი ფინანსურ ანგარიშგებას ადგენს „მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული (დროებითი) სტანდარტების“ მიხედვით;

აუდიტის დასკვნასთან ერთად აუდიტურმა  კომპანიამ უნდა მოამზადოს აუდიტის დროს აღმოჩენლი შიდა კონტროლისა და აღრიცხვის სისტემის ნაკლოვანებების შესახებ მენეჯმენტის წერილი;

ტენდერში მონაწილეობის განაცხადი მიიღება 2017 წლის 18 აპრილამდე; 

ტენდერის შედეგების შესახებ ინფორმაცია, ტენდერში მონაწილე კომპანიებს, მიეწოდება 2017 წლის 24 აპრილამდე;

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  სამუშაო უნდა დაასრულოს  2017  წლის  22 მაისამდე პერიოდში;

დაინტერესებულმა პირებმა შეთავაზება  უნდა გამოაგზავნონ    დახურული კონვერტით  (2017 წლის 18 აპრილამდე);

 მომსახურების შეთავაზებაში აუცილებელია  ნათლად ჩანდეს შემდეგი ინფორმაცია:

 

  1. ფირმის ზოგადი გამოცდილება აუდიტში;
  2. გარიგების პარტნიორის პირადი გამოცდილება აუდიტში;
  3. მომსახურების შემოთავაზებული ფასი;
  4. მომსახურების დაწყებისა და დამთავრების თარიღი.

 

 

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები

 

კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები:

 

მაქსიმალური ქულა  10

შეწონვა:

1.

ფასი

 

 

33%

2.

ფირმის ზოგადი  გამოცდილება აუდიტში

 

 

33%

3.

გარიგების პარტნიორის გამოცდილება

 

33%

 

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge