საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ინფორმაცია (ACCA) მონაწილეებისათვის


ინფორმაცია პროფესიული სერტიფიცირების
პროგრამის (ACCA) მონაწილეებისათვის

 

პატივცემულო კოლეგებო, პროფესიული სერტიფიცირების პრეტენდენტებო

ყოველგვარი მოკრძალების გარეშე, შეიძლება განვაცხადოთ, რომ პროფესიული სერტიფიცირების ACCA-ის ადაპტირებული ქართულენოვანი პროგრამა საკმაოდ წარმატებული და მოთხოვნადია ქართულ რეალობაში. დღევანდელი მდგომარეობით, ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში აქტიურადაა ჩართული 3500-ზე მეტი პრეტენდენტი. ქართულ ენაზე პროგრამის განხორციელება  შესაძლებელი გახდა და მისი პოპულარობა განაპირობა სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნამ და გამოცემამ.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული სერტიფიცირების ქართულენოვანი წიგ­ნების თვითღირებულება ყოველთვის აღემატებოდა ამ წიგნების გასაყიდ ფასს, პროგრამის დაწყებიდან (2003 წელი) დღემდე ბაფმა შეძლო პრეტენდენტებისათვის არ გაეზარდა ლიტერატურის ღირებულება. ასეთი მიდგომა შესაძლებელი იყო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და ბაფის საქმიანობის სხვა სფეროებიდან ამ მიმართულების დაფინანსებით (მაგალითისათვის: ცალკეული წიგნის ერთი ეგზემპლარის მხოლოდ  გამოცემის უფლებისათვის ბაფი იხდის 10 ფუნტ სტერლინგს - დაახლოებით 35 ლარს, რომელსაც ემატება თარგმნისა და გამოცემის ხარჯები).

ბოლო პერიოდში პროფესიული სერტიფიცირების პრეტენდენტებში გავრცელებული ტენდენციის გამო (მხედველობაში გვაქვს სახელმძღვანელო ლიტერატურის ერთმანეთში ყიდვა - გაყიდვის პრაქტიკა, რომელმაც მასობრივი სახე მიიღო და პრეტენდენტთა 50% წიგნებს ერთმანეთისგან იძენს), ბაფის ადმინისტრაცია იძულებულია, 2016 წლის სექტემბრიდან ცალკეულ წიგნში დარეგისტრირებული პრეტენდენტისაგან, სავალდებულო წესით, მოითხოვოს შესაბამისი ლიტერატურის შეძენა. სხვა შემთხვევაში, გარდაუვალი იქნება ლიტერატურის ფასის გაზრდა.

ვიმედოვნებთ, აღნიშნული გადაწყვეტილება, ჩვენი საერთო მიზნებიდან გამომ­დინარე, სწორად იქნება აღქმული  პროფესიული სერტიფიცირების თითოეული პრეტენდენტისაგან და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ სტაბილურად შევინარჩუნოთ ლიტერატურაზე არსებული ფასები. 

ბაფის ადმინისტრაცია

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge