საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







კონფერენცია


„ბაფი“ 20 წლის  იუბილესთან დაკავშირებით საერთაშორისო

კონფერენციას მასპინძლობს

 20 მაისი, 2016 წელი - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი), რომელიც აერთიანებს 7000-მდე ფიზიკური პირსა და 90-მდე წამყვან აუდიტორულ კომპანიას, მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „პროფესიული განვითარების 20 წელი - ევროინტეგრაცია და პროფესიის გამოწვევები“. კონფერენციის უმთავრესი მიზანია სამთავრობო სტრუქტურებს, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის წარმომადგენლებს უკეთ გააცნოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა, რაც შემდგომში საქართველოს დაეხმარება პროფესიის მარეგულირებელი სრულყოფილი და ევროდირექტივებთან შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირებაში. კონფერენცია დასრულდება საზეიმო ღონისძიებით, რომელზეც მოწვეულები არიან „ბაფის“ პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, წევრი ორგანიზაციები და წამყვანი ბიზნეს კომპანიები. კონფერენცია და საზეიმო მიღება ჩატარდება ქ. თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში.

კონფერენციაში მონაწილეობენ: ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IFRS-s), მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები; სხვადასხვა ქვეყნების (ინგლისი,  ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ყაზახეთი, რუსეთი, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი) მარეგულირებელი და პროფესიული ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, წევრი კომპანიების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

კონფერენციის თემა: პროფესიული განვითარების 20 წელი - “ევროინტეგრაცია და პროფესიის გამოწვევები”

ადგილმდებარეობა: სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი, საკონფერენციო დარბაზი

 

კონფერენციის პროგრამა

 

დღე პირველი - 20 მაისი

9.00 - 9.30       მონაწილეთა რეგისტრაცია (ყავა/ჩაი)

9.30 -9.35        კონფერენციის გახსნა

9.35 -10.40      საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის 20 წლიანი პროფესიული საქმიანობის  პრეზენტაცია -მილოცვა:

                     ზურაბ ლალაზაშვილი - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე (15 წუთი)

                     ანტონ ჰარბინსონი-  ბრიტანეთის სერტიფიცირებულ  ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია (АССА),  პრეზიდენტი   (3-5 წუთი)

                     ტაკაცუგუ ოჩი  -  ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების  ფონდი,  საბჭოს წევრი (3-5 წუთი)                       

                      ნატალი მანულოვა - მსოფლიო ბანკი,  ფინანსური მართვის უფროსი სპეციალისტი (3-5 წუთი)

                      ჰორია  ნეამტუ -  რუმინეთის ფინანსურ აუდიტორთა პალატის საპატიო პრეზიდენტი  (3-5 წუთი)

                           

                            დიმიტრი იაკოვენკო - პროფესიონალი ბუღალტრების, ფინანსური  მენეჯერებისა და ეკონომისტების სამარის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტი, რუსეთი (3-5 წუთი)

                            ვაჰიდ ნავრუზოვი - აზერბაიჯანის აუდიტორთა პალატის თავმჯდომარე

                             (3-5 წუთი)

                            მარტ-მარტინ არენგუ - ესტონეთის აუდიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი

                                 (3-5 წუთი)

                            დავიდ გოლდბერგი  - ისრაელის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე (3-5 წუთი)

                        საფარ კოშკიმბაევ - ყაზახეთის აუდიტორთა პალატის პრეზიდენტი (3-5 წუთი)

                       რადოსლავ იგნატოვსკი - პოლონეთის ბუღალტერთ ასოციაციის საერთაშო-რისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (3-5 წუთი)

 

10.40 – 11.00     შესვენება (ყავა/ჩაი)

 

თემები და გამომსვლელები:

თემა 1.  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნები და პროფესიის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა საქართველოში

 

11.00 -11.10      ევროდირექტივების მოთხოვნები და პროფესიის მარეგულირებელი    საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის აუცილებლობა საქართველოში -

              ნოდარ ებანოიძე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

11.10 – 12.00     ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის პრეზენტაცია -

                              იურ დილიძე - ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი დროებითი  უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე (15 წუთი)

                               ჯონ ჰუპერი - მსოფლიო ბანკის ფინანსური მართვის კონსულტანტი,   

                                                         (20 წუთი)

 დისკუსია - 15 წუთი

 

თემა 2. განათლება და პროფესიული მომსახურების ხარისხი -  საერთაშორისო

სტანდარტები და პრაქტიკა

 

12.00 -12.25    პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების გლობალური ტენდენციები- 

                            

                          ანტონ ჰარბინსონი-   პრეზიდენტი,  ბრიტანეთის სერტიფიცირებულ  ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია (АССА)                                

                            

12.25 -12.40       საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო (ეროვნულ) ენაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა ფინანსური ანგარიშგების შესაბამისობისა და ხარისხის უზრუნველყოფაში  -

 

ტაკაცუგუ ოჩი  -  ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ფონდის საბჭოს წევრი

 

12.40 – 13.00      თანამედროვე გამოწვევები მცირე და საშუალო ზომის აუდიტის ბაზარსა და  ასოციაციებში  -

მარტ-მარტინ  არენგუ  - ესტონეთის აუდიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი

13.00 -14.00       სადილი

 

თემა 3. პროფესიული ორგანიზაციების როლი პროფესიის განვითარებისა და

რეგულირების  სფეროში

 

14.00 -14.25      პროფესიული ორგანიზაციების  როლი პროფესიის განვითარებისა     

                           და რეგულირების  სფეროში -

                           ჯონ ჰოჯი -  ფინანსური მართვის უფროსი სპეციალისტი,  მსოფლიო ბანკი

 

14.2515.05     პროფესიული ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის  თანამშრომლობის   პერსპექტივები და სფეროები -  

                          გიორგი ხმალაძე -   საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოება, გამგეობის წევრი  (10 წუთი)                             

    ოთარ ახობაძე -   აუდიტორთა,  ბუღალტერთა  და ფინანსურ მენეჯერთა   ფედერაცია,  პრეზიდენტი  (10 წუთი)

                        გიორგი რუსიაშვილი  ბუღალტერთა,   აუდიტორთა  და კონსულტანტთა   საზოგადოება,  პრეზიდენტი  (10 წუთი)

                         ლავრენტი ჭუმბურიძე -  საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია,  გამგეობის წევრი   (10 წუთი)                           

15.0515.50        დისკუსია

15.50 - 16.00      კონფერენციის შეჯამება

 

19.30 – 21.30     საზეიმო მიღება

 

დღე მეორე - 21 მაისი

10.00 – 16.00        ტურისტული ღონისძიება სტუმრებისათვის ან ბაფის საერთო კრებაში

                              მონაწილეობა (შეთავაზება)

  • – 21.00 სპონსორი აუდიტური კომპანიების,  სტუმრებისა და ბაფის ერთობლივი

                    ვახშამი.

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge