ბაფის გამგეობის არჩევნები
მიმდინარე წლის 21 მაისს დანიშნულია ბაფის საერთო კრება, სადაც აირჩევა ბაფის გამგეობის წევრები და თავმჯდომარე. საერთო კრების დელეგატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2016 წლის 19 მაისამდე პერიოდში.
ბაფის წესდების (9 და 12) თანახმად, თავმჯდომარეობისა და გამგეობის წევრობის კანდიდატების რეგისტრაცია წინასწარ ხდება.
ბაფის გამგეობის თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
იყოს ბაფის ნამდვილი წევრი (მინიმუმ ბოლო 2 წელი);
დარღვეული არ უნდა ჰქონდეს წევრებისადმი ბაფის დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები (განგრძობითი განათლება, საწევრო გადასახდელი, ეთიკის კოდექსი);
იცნობდეს ბაფის წესდებას, მიმდინარე და სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას;
აცნობიერებდეს ბაფის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
ბაფის გამგეობის წევრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
იყოს ბაფის წევრი (მინიმუმ ბოლო 2 წელი);
დარღვეული არ უნდა ჰქონდეს წევრებისადმი ბაფის დებულებით გათვალისწინებული
მოთხოვნები (განგრძობითი განათლება, საწევრო გადასახდელი, ეთიკის კოდექსი);
იცნობდეს ბაფის წესდებას, მიმდინარე და სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას;
აცნობიერებდეს ბაფის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
საერთო კრების დელეგატებისათვის სწორი არჩევანის ჩამოყალიბებაში დახმარების მიზნით, კანდიდატად რეგისტრაციის მსურველებმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინონ თავიანთი ხედვა, არჩევის შემთხვევაში თავიანთი საქმიანობის (სამოქმედო პროგრამის) შესახებ. კანდიდატების მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა (არა უმეტეს ნაბეჭდი 1 თაბახის ფურცლისა) გამოქვეყნდება ბაფის ვებგვერდზე და ჟურნალ „ბუღალტრულ აღრიცხვაში“.
ბაფის გამგეობის წევრობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატების განცხადებები მიიღება 2016 წლის 6 მაისამდე პერიოდში ბაფის ადმინისტრაციაში.