საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ტენდერი


საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) აცხადებს ტენდერს   ფინანსური ანგარიშების აუდიტის ჩასატარებლად. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ბაფის ნებისმიერ კორპორაციულ წევრს.

 

აუდიტის ტექნიკური დავალება:

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის  2015 წლის ფინანსური ანგარიშების აუდიტი (ცნობისათვის: ბაფს ჩატარებული აქვს 2013 და 2014 წლების ფინანსური ანგარიშების აუდიტი);

ბაფი ფინანსურ ანგარიშგებას ადგენს „მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული (დროებითი) სტანდარტების“ მიხედვით;

აუდიტის დასკვნასთან ერთად აუდიტურმა  კომპანიამ უნდა მოამზადოს აუდიტის დროს აღმოჩენლი შიდა კონტროლისა და აღრიცხვის სისტემის ნაკლოვანებების შესახებ მენეჯმენტის წერილი;

ტენდერში მონაწილეობის განაცხადი მიიღება 2016 წლის 15 აპრილამდე; 

ტენდერის შედეგების შესახებ ინფორმაცია, ტენდერში მონაწილე კომპანიებს, მიეწოდება 2016 წლის 19 აპრილამდე;

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  სამუშაო უნდა დაასრულოს  2016  წლის  15 მაისამდე პერიოდში;

დაინტერესებულმა პირებმა შეთავაზება  უნდა გამოაგზავნონ    დახურული კონვერტით  (2016 წლის 15 აპრილამდე);

 

მომსახურების შეთავაზებაში აუცილებელია  ნათლად ჩანდეს შემდეგი ინფორმაცია:

 

  1. მომსახურების შემოთავაზებული ფასი;
  2. ფირმის ზოგადი გამოცდილება აუდიტში;
  3. გარიგების პარტნიორის პირადი გამოცდილება აუდიტში;
  4. მომსახურების დაწყებისა და დამთავრების თარიღი.

 

 ბაფის  აღმასრულებელი დირექტორი

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge