ინფორმაცია აუდიტური კომპანიების/აუდიტორების შემოსავლების შესახებბატონებო/ქალბატონებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია აუდიტორების/აუდიტორული ფირმების შემოსავლების მოცულობის შესახებ. ამასთანავე, იგი ვალდებულია აუდიტორების/ აუდიტორული ფირმების შემოსავლები დაყოს გაწეული მომსახურების სახეების მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნული ვალდებულებისა ბიზნესსექტორისაგან არის მოთხოვნა გამოვაქვეყნოთ აუდიტური კომპანიების რეიტინგები, შემოსავლების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ წარმოადგინოთ ან გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით ინფორმაცია 2015 წლის შემოსავლების შესახებ, თანდართული ფორმის მიხედვით (იხილეთ თანდართული ფორმა). ელ. ფოსტა: gfpaa@gfpaa.ge; პატივისცემით, ლ. ჭუმბურიძე აღმასრულებელი დირექტორი |