საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







გამგეობის სხდომა


საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა

ფედერაციის გამგეობის სხდომის (პროექტი)

ოქმი #1

26 იანვარი 2016 წელი

          გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) გამგეობის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: ზურაბ ლალაზაშვილი, რევაზ ძაძამია, ალექსანდრე კავთიევსკი, ივანე ჯელია, თემურ ფარცხალაძე, მიხეილ აბაიაძე, კონსტანტინე დათიაშვილი,  ლავრენტი ჭუმბურიძე, გიორგი კვინიკაძე, კახა რუხაძე. სხდომის მუშაობაში საპატიო მიზეზით  მონაწილეობა არ მიუღიათ ნოდარ ებანოიძეს და რუსუდან ჟორჟოლიანს.

სხდომას თავმჯდომარეობდა  - ზურაბ ლალაზაშვლი

სხდომის მდივანი - კოტსტანტინე დათიაშვილი

 

დღის წესრიგი:

  1. ბაფის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიების დაგეგმვა;
  2. საარჩევნო ყრილობის საკითხებზე მსჯელობა;
  3. აუდიტის რეგულირების კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტებზე მსჯელობა;
  4. უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან კანონპროექტის საკითხებზე კონტაქტების დაგეგმვა (თანამშრომლობის გააქტიურება)
  5. სხვა საკითხები

 

 მოისმინეს 1:

ლავრენტი ჭუმბურიძის  ინფორმაცია ბაფის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიების დაგეგმვის შესახებ. მომხსენებელმა ისაუბრა ღონისძიების ჩატარების აუცილებლობაზე. მიმართა სხდომის მონაწილეებს ემსჯელათ ღონისძიების თარიღის განსაზღვრისა და საორგანიზაციო კომიტეტის ჩამოყალიბების შესახებ. 

 აზრი გამოთქვეს: ზურაბ ლალაზაშვილმა,  რევაზ ძაძამიამ, ივანე ჯელიამ, მიხეილ აბაიაძემ, კონსტანტინე დათიაშვილმა.

დაადგინეს:

. ჩატარდეს ბაფის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება;

. ღონისძიების ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 20-21 მაისი;

. ღონისძიების სწორად დაგეგმვისა და სათანადოდ ჩატარებისათვის შეიქმნას საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: ზ. ლალაზაშვილი, ლ. ჭუმბურიძე, რ. ძაძამია, მ. აბაიაძე (თავმჯდომარე), ი. ჯელია,  გ. კვინიკაძე.

დ. დაევალოს საორგანიზაციო კომიტეტს ერთი კვირის ვადაში მოამზადოს და  გამგეობის წევრებს დაუგზავნოს: ღონისძიების დღის წესრიგის პროექტი;  მოსაწვევი სტუმრების სია; ღონისძიების ბიუჯეტის პროექტი და სპონსორების მოძიებაზე წინადადებები.      

 

მოისმინეს 2:

ზურაბ ლალაზაშვილის  ინფორმაცია ბაფის საერთო კრების ჩატარების ღონისძიებებთან დაკავშირებით. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე წლის საერთო კრება არის საარჩევნო (უნდა ჩატარდეს გამგეობის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევნები) გარდა ამისა,  20 წლის საიუბილეო ღონისძიება დაინიშნა ყრილობის პერიოდში (20-21 მაისი) რაც მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას.

აზრი გამოთქვეს: ივანე ჯელიამ, გიორგი კვინიკაძემ,  ალექსანდრე კავთიევსკიმ, ლავრენტი ჭუმბურიძემ, კონსტანტინე დათიაშვილმა, თეიმურაზ ფარცხალაძემ.  

დაადგინეს: 

.   ბაფის რიგით 21-ე საერთო კრება ჩატარდეს 2016 წლის 21 მაისს;

ბ. დაევალოს აღმასრულებელ დირექტორს უზრუნველყოს, ბაფის წესდებით გათვალისწინებული, გამგეობის წევრობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატების წინასაარჩევნო რეგისტრაცია;

გ.  ბაფის ვებგვერდზე და ჟურნალში,  ყრილობამდე 2 თვით ადრე, გამოქვეყნდეს კანდიდატების წინასაარჩევნო რეგისტრაციის პირობების შესახებ ინფორმაცია.

 

მოისმინეს 3:

ზურაბ ლალაზაშვილის  ინფორმაცია აუდიტის რეგულირების კომიტეტის  მომავალი საქმიანობის პრიორიტეტებთან დაკავშირებით.

 აზრი გამოთქვეს: რევაზ ძაძამიამ, გიორგი კვინიკაძემ,  ლავრენტი ჭუმბურიძემ, მიხეილ აბაიაძემ, კონსტანტინე დათიაშვილმა, თემურ ფარცხალაძემ.

დაადგინეს:

იმ გარემოების გამო, რომ სხდომას საპატიო მიზეზით ვერ ესწრება აუდიტის რეგულირების კომიტეტის  თავმჯდომარე, საკითხის განხილვა გადაიდოს მომავალი გამგეობის სხდომისთვის.

 

მოისმინეს 4:

ზურაბ ლალაზაშვილის  ინფორმაცია „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის  პროექტზე მომუშავე ჯგუფთან ბაფის ჩართულობის   შესახებ.

აზრი გამოთქვეს: ივანე ჯელიამ, რევაზ ძაძამიამ, გიორგი კვინიკაძემ,  მიხეილ აბაიაძემ, ალექსანდრე კავთიევსკიმ.

დაადგინეს:

ა. დაგეგმილ საკანონმდებლო  ცვლილებებთან დაკავშირებით, გააქტიურდეს ბაფის გამგეობის კონტაქტები ფინანსთა სამინისტროს უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან;

. კიდევ ერთხელ მომზადდეს ბაფის შენიშვნები და წინადადებები  საკანონმდებლო  ცვლილებებთან დაკავშირებით და წერილობით დაეგზავნოთ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და შესაბამის კომიტეტებს, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ საბჭოს, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროს უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს, მსოფლიო ბანკს;

გ.  ეთხოვოს ბატონ რევაზ ძაძამიას, ერთი კვირის ვადაში,  მოამზადოს ბაფის შენიშვნებისა და წინადადებების პროექტი,  საკანონმდებლო  ცვლილებებთან დაკავშირებით;

დ. დაევალოს აღმასრულებელ დირექტორს უზრუნველყოს საკანონმდებლო  ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული წერილის ადრესატებთან ოპერატიული გაგზავნა.

 

დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-5 საკითხზე (სხვა საკითხები) მსჯელობა არ გამართულა.

 

სხდომის თავმჯდომარე  - ზურაბ ლალაზაშვლი,

სხდომის მდივანი - კოტსტანტინე დათიაშვილი

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge