საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებელთა სერტიფიცირება


საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია გეგმავს ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებელთა (ხარისხის შემმოწმებელთა) სერტიფიცირების გამოცდის ჩატარებას 2015 წლის 27 სექტემბერს. სერტიფიცირება ჩატარდება „ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებლის სერტიფიცირების დებულების (პროგრამის)“ შესაბამისად (დებულება შეგიძლიათ იხილოთ აქ  http://gfpaa.ge/site/index.php?tid=40&color=red&lid=40&sid=48&artid=47 )

სერტიფიცირება მოხდება ტესტირების საფუძველზე, რომლის საკითხებია:

  • ISQC 1 - ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი 1;
  • ეთიკის კოდექსი;
  • „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გაეცნონ მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებიც დებულებაში შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული:

  1. იმისათვის, რომ კანდიდატმა მოიპოვოს ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებლის სასერტიფიკაციო კონკურსში მონაწილეობის უფლება იგი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალური კომპეტენციის მოთხოვნებს, რომლებიც განისაზღვრება შემდეგნაირად:
    1. კანდიდატი უნდა ფლობდეს პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატს, რომელიც გაცემულია საქართველოში აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციების მიერ ან ფლობდეს OECD ქვეყნების იმ პროფესიული ორგანიზაციის სერტიფიკატს, რომელიც არის IFAC-ის წევრი; ამასთან,
    2. კანდიდატს უნდა ჰქონდეს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ან მის მომიჯნავე სფეროში მუშაობის სულ მცირე 6 წლიანი გამოცდილება უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში; ან
  • კანდიდატი უნდა იყოს მოქმედი პროფესიონალი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის დარგში და ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ამ სფეროში.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ დააფიქსირონ ტესტირებაში მონაწილეობის მიღების სურვილი 2015 წლის 20 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: i.kasradze@gfpaa.ge

აღნიშნულ იმეილს გთხოვთ თან დაურთოთ იმ სერტიფიკატების ასლები, რომლებიც დაამტკიცებს თქვენს შესაბამისობას საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge