პროგრამაში ჩართვა
პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიცირება
-
ზოგადი
პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა, ეფუძნება ACCA-ის საერთაშორისო (ACCA- სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) პროგრამას.
2. პროგრამაში ჩართვა
პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა საერთაშორისო სტანდარტების დაუფლების გარანტიაა. პროგრამა საკმაოდ შრომატევადია და პროფესიონალობის პრეტენდენტისაგან მოითხოვს მაქსიმალური დროის დათმობას, სიბეჯითეს, სერიოზულ დამოკიდებულებასა და პასუხისმგებლობას. პროგრამაში ჩართვის მსურველი პირი რეგისტრაციას გადის ბაფში.
პროგრამაში ჩართვის უფლება აქვთ:
-
ნებისმიერი პროფილის უმაღლესი განათლების მქონე პირებს;
-
სერტიფიცირების ასაკი და დრო შეზღუდული არ არის;
-
ნებისმიერი პროფილის პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის ან იდენტური კვალიფიკაციის დიპლომის მფლობელ პირებს;
-
სერტიფიცირების პროგრამაში ჩართული პრეტენდენტი ბაფის გამოცდებისათვის ემზადება დამოუკიდებლად ან/და პბი-ში;
-
სერტიფიცირების პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია ყოველი წლის თებერვალსა და სექტემბერში, რისთვისაც განცხადებების მიღება იწყება ორი თვით ადრე.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა სარეგისტრაციო განაცხადის მიღება ხდება წელიწადში ორჯერ: დეკემბერ-იანვარსა და ივლისს-აგვისტოში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველს საბუთების შეტანის დროს აცნობებენ დანიშნული ღია კარის დღის თარიღს, რომელზე დასწრება სავალდებულოა.
3. პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის სტრუქტურა:
(სტრუქტურის მიხედვით შესაძლებელია (სილაბუსსზე) თემატიკაზე გადასვლა).
I ეტაპი
II ეტაპი
-
ქართული ბიზნეს სამართალი ქბს (განახლებული 2022 წლის სექტემბერში) გაითვალისწინეთ
-
საგადასახადო დაბეგვრა სდ (საგადას. კოდექსი 2024 წ. აპრილის მდგომარეობით) იხილეთ აქ
III ეტაპი
პროგრამის ხანგრძლივობა
პროგრამის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. იგი დამოკიდებულია პრეტენდენტის აქტივობაზე, მონდომებაზე, მიზანსწრაფულობაზე, დროის რესურსისა და სხვა გარემოებებზე.
პროგრამის დასრულების ოპტიმალური ვადაა ჩარიცხვიდან 3 წელი.
პროგრამაში ჩართულობა
პროგრამა საკმაოდ შრომატევადია. პრაქტიკით დადგენილია, რომ ACCA-ის კვალიფიკაციის მისაღებად საჭიროა თითოეულ წიგნში საშუალოდ 70 საათიანი ლექციის მოსმენა და, ლექციების გარდა, კვირაში მინიმუმ 12 საათი დამოუკიდებელი მეცადინეობა. პრეტენდენტების მიერ გამოცდების ოპტიმალურ ვადაში ჩაბარების ხელშეწყობის მიზნით, ბაფის მიერ სწავლის წარმმართველად დანიშნულია პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი (შემდგომში „პბი“).
4. რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები
პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში ჩართვის მსურველი ბაფში პრეტენდენტად რეგისტრაციისათვის ავსებს განცხადებას და ანკეტას, რომელსაც თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
-
დიპლომის ასლი
-
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
-
ფოტოსურათი (3X4 ზომის) ელექტრონული ვერსია;
-
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან.
პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, დოკუმენტაციის მეილზე გადმოგზავნით:
gfpaa@gfpaa.ge / baf@baf.ge ან miranda_7700@hotmail.com
პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსის მაძიებლის (პრეტენდენტის) ანკეტა
დამატებითი ინფორმაცია
-
პროგრამაში მონაწილე უნდა გახდეს (იყოს) ბაფის წევრი.
-
პროგრამაში მონაწილე ვალდებულია, გამოიწეროს ყოველთვიური პროფესიული ჟურნალი ”ბუღალტრული აღრიცხვა” (ჟურნალში სისტემატურად ქვეყნდება პროგრამის საგამოცდო საკითხები და დამხმარე მასალები).
პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
მისამართი: წერეთლის გამზირი 61, მე-2 სართული.
ტელეფონები: 235-67-56, 235-43-97, 235-01-57
ელექტრონული ფოსტა: gfpaa@gfpaa.ge / baf@baf.ge ან miranda_7700@hotmail.com