top of page

ცვლილება P7 მოდულში


P7 მოდულში- „უმაღლესი აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება“ განხორციელებული ცვლილებები.

2022 წლის 15 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 1, რომელიც არეგულირებს ხარისხის მართვას ფირმებისთვის, რომლებიც ასრულებენ ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, ან მიმოხილვას, ან სხვა სახის მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების გარიგებებს.  ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 1- ის ძალაში შესვლის თარიღისათვის გაუქმდა  ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი 1.


ამავე პერიოდისთვის ძალაში შევიდა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 2 , რომელიც არეგულირებს ფინანსური ანგარიშგების აუდიტისა და მიმოხილვისთვის, ასევე სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების გარიგებებისთვის გარიგების ხარისხის მიმოხილვას.

განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე P7 მოდულში „უმაღლესი აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურე“ განხორციელდა ცვლილებები:

  • გაუქმდა სახელმძღვანელოდან მე-4 თავი და ჩანაცვლდა განახლებული მასალით (თან ერთვის).

  • სავარჯიშოების კრებულიდან ამოღებულია ამოცანები:

9(ბ), 29(ბ),34(ბ), 61(გ), იმიტირებული გამოცდა 3  ამოცანა  2(ა).

ახალი თეორიული მასალა და  ამ მასლასთან დაკავშირებული ამოცანები (შეცვლილ სტანდართებთან დაკავშირებით), რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ 2023 წლის ზაფხულის გამოცდებისთვის,  იხილეთ ლინქზე: პროგრამაში ჩართვა/პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის სტრუქტურა/აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება (უმაღლესი დონე)- უამმ. shorturl.at/nqyM5

bottom of page