ინფორმაცია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციიდან (IFAC)
ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წერილი ბაფს
დიდი სიამოვნებით გაცნობებთ, რომ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის სამოქმედო გეგმა გამოქვეყნდა IFAC-ის ვებგვერდზე.
IFAC-ის თანამშრომლები ვულოცავთ თქვენს ორგანიზაციას ამ მნიშვნელოვან მიღწევას. კერძოდ, ჩვენ ვაფასებთ თქვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის, თანამშრომლების და მოხალისეების ძალისხმევას SMO-ს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. გთხოვთ, ყველა მათგანს ჩვენი სახელით გადაუხადოთ მადლობა.
SMO-ს სამოქმედო გეგმა შეგიძლიათ იხილოთ აქ.
გარდა ამისა, მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ თქვენი იურისდიქციის, ისევე როგორც თქვენი ორგანიზაციის პროფილები განახლდა IFAC-ის ვებსაიტზე, რათა შეიცავდეს ინფორმაციას დეშბორდის ანგარიშიდან, რომელიც გაგიზიარეთ SMO-ს სამოქმედო გეგმის განახლების პროცესში.
თქვენი ორგანიზაციის პროფილის ვებგვერდი შეიცავს თქვენი ორგანიზაციის აღწერას დეშბორდის ანგარიშიდან. თუ გსურთ ცვლილებების შეტანა აღწერილობაში, გთხოვთ, გააკეთოთ ეს, მაგრამ სრული ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 1050 სიმბოლოს.
სამოქმედო გეგმა უწყვეტი პროცესია
როგორც მოგეხსენებათ, SMO-ს სამოქმედო გეგმის შემუშავება ხანგრძლივი და უწყვეტი პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელიც გვეხმარება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან მნიშვნელოვანი კონვერგენციის მიღწევასა და შენარჩუნებაში.
დროთა განმავლობაში, სამოქმედო გეგმები უნდა განახლდეს, რათა ასახოს დასრულებული და ახალი საქმიანობები, რაც მიმართულია პროფესიული ბუღალტრული ორგანიზაციების სამუშაო გარემოს შესაცვლელად. ამიტომ, გვსურს ვისარგებლოთ შემთხვევით და გაცნობოთ, რომ 2026 წელს თქვენს ორგანიზაციას მოეთხოვება განახლებული SMO-ს სამოქმედო გეგმის გამოქვეყნება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Q&D განყოფილების თანამშრომლები მოაწყობენ თქვენს ორგანიზაციასთან პროგრესის მონიტორინგის განხილვას ყოველწლიურად, თქვენი SMO-ს სამოქმედო გეგმის გამოქვეყნების შემდგომ, რათა განიხილონ ახალი ცვლილებები სამართლებრივ და მარეგულირებელ გარემოში, რომელშიც თქვენი ორგანიზაცია მუშაობს. ვიმედოვნებთ, რომ წევრი-ორგანიზაციები შეატყობინებენ Q&D განყოფილების თანამშრომლებს შემოთავაზებული ან დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს წევრი-ორგანიზაციის საქმიანობაზე და სტრუქტურაზე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და მადლობას გიხდით შესაბამისობის პროგრამისადმი თქვენი ერთგულებისთვის, რომელიც მიმართულია ბუღალტრის პროფესიის ხარისხისა და სანდოობის ასამაღლებლად მთელ მსოფლიოში.
კეთილი სურვილებით,
ტანია მუსუმჰი, IFAC-ის რეგიონალური მენეჯერი