მოგესალმებით ბაფის პატივცემულო წევრებო
გაცნობებთ, რომ „განგრძობითი განათლების სტანდარტის“ მოთხოვნების შესაბამისად, სავალდებულო განგრძობითი სწავლების სემინარები ბაფში ჩატარდება მიმდინარე წლის 30 სექტემბრიდან 11 დეკემბრამდე პერიოდში.
2024 წლის განგრძობითი სწავლება ჩატარდება ორი პროგრამით
ა) პროგრამა აუდიტორებისთვის - აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული ან/და რეგისტრაციით დაინტერესებული სერტიფიცირებული პირებისათვის;
ბ) პროგრამა ბუღალტრებისთვის
- პროფესიონალ ბუღალტერთა რეესტრში რეგისტრირებული პირებისათვის, რომლებიც დაინტერესებული არ არიან აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაცით
- ბაფის მთავარი ბუღალტრის სერტიფიკატის მფლობელი პირებისთვის, რომლებიც დაიტერესებული არიან მსს ბუღალტრთა ერთიან რეესტრში რეგისტრაციით.
სემინარები წარიმართება „ZOOM” აპლიკაციის საშუალებით, ყველა მონაწილეს წინასწარ გაეგზავნება კოდი და ბმული, რომლის საშუალებითაც შეძლებენ ლექციაზე დისტანციურ დასწრებას. დასწრება შეიზღუდება და მხოლოდ რეგისტრირებული მონაწილეები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან დაშვებული. ყველა მონაწილე ვალდებული იქნება რომ თავის სახელი და გვარით მოახდინოს მომხმარებლის რეგისტრაცია და სალექციო კურსის მსვლელობის დროს ჩართული ჰქონდეს კამერა, სხვა შემთხვევაში დასწრება არ ჩაეთვლება.
“Zoom” აპლიკაციის საშუალებით, ყველა მონაწილის დასწრება აღირიცხება წუთობრივად: შეხვედრაზე დისტანციურად ჩართვიდან - გამოსვლამდე. ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ორჯერ შემოსული ერთი და იგივე მომხმარებელი, დასწრების სიაში აღირიცხება ორჯერ, მაგრამ მისი დასწრების საათები ჯამურად უნდა დაედაროს კურსის მთლიან ხანგრძლივობას.
განგრძობითის პროგრამა აუდიტორებისთვის (30 საათიანი სემინარები).
სემინარების განრიგი:
I ჯგ - 30.09.2024-10.10.2024
II ჯგ - 15.10.2024-29.10.2024
III ჯგ - 15.10.2024-29.10.2024
IV ჯგ - 28.10.2024-11.11.2024
V ჯგ - 28.10.2024-11.11.2024
VI ჯგ - 11.11.2024-25.11.2024
VII ჯგ - 11.11.2024-25.11.2024
სემინარების დაწყების დრო 18.00 საათი;
სემინარის საფასური 354 ლარი (დღგ-ს ჩათვლით),
განგრძობითის პროგრამა ბუღალტრებისთვის (20 საათიანი სემინარები).
სემინარების განრიგი:
I ჯგ - 30.09.2024-10.10.2024
II ჯგ - 25.11.2024-04.12.2024
III ჯგ - 02.12.2024-11.12.2024
სემინარების დაწყების დრო 18.00 საათი;
სემინარის საფასური 236 ლარი (დღგ-ს ჩათვლით)
სემინარში მონაწილეობისათვის გადახდა შეგიძლიათ ბაფის საბანკო ანგარიშზე :
სს „თიბისი” ბანკი - კოდი: TBCBGE 22; ა/ა GE83TB0600000000700665
სს ,,საქართველოს ბანკი“ - კოდი: BAGAGE22 ა/ა GE30BG0000000525708648
რეგისტრაციის ბმული აუდიტორებისთვის - https://forms.gle/kSZberGiSrJgiGk46
რეგისტრაციის ბმული ბუღალტრებისთვის - https://forms.gle/PUTZk7eCYKZR8LgcA
ჯგუფებში რეგისტრაცია დაიწყება 12 სექტემბრიდან, რეგისტრაცია სავალდებულოა 27 სექტემბრამდე.
რეგისტრაციისათვის საჭიროა: შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გადახდის დამადასტურებელი საბუთი გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე baf@baf.ge / miranda_7700@hotmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ბაფში:
235 67 56; 235 43 97; 599 605 551 (მირანდა ვაჟბედაშვილი)
ბაფის განათლების კომიტეტი