top of page

ბაფის საერთო (29-ე) კრების მოკლე მიმოხილვა და არჩევნების შედეგები

2024 წლის 21 დეკემბერს ონლაინ ფორმატში, პროგრამა „ზუმის“ გამოყენებით, გაიმართა საქართველოს პროფესიონალ  ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) საერთო კრება. კრებას ესწრებოდა 238 დელეგატი.



კრებას, საპატიო მიზეზით, ვერ ესწრებოდა გამგეობის თავმჯდომარე - ქალბატონი რუსუდან ჟორჟოლიანი. კრება გახსნა გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა ნიკოლოზ ბაკაშვილმა. 

კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ბაკაშვილი, მდივანი - მირანდა ვაჟბედაშვილი.

დელეგატებმა დაამტკიცეს საერთო კრების დღის წესრიგი.


დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ბაფის საანგარიშო პერიოდის საქმიანობის შესახებ, ანგარიში წარმოადგინა გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა ნიკოლოზ ბაკაშვილმა (ანგარიში გამოქვეყნდება ბაფის ვებგვერდზე  „საქმიანობის ანგარიშები“).


ბაფის გამგეობის, კომიტეტებისა და აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის  შემოწმების შედეგების შესახებ მოხსენებით წარსდგა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე თინათინ ღვინიფაძე (ანგარიში იხილეთ ქვემოთ).


ბაფის გამგეობის და სარევიზიო კომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ირგვლივ კრების მონაწილეებმა  გამოთქვეს მოსაზრებები და გამართეს დისკუსია.


საერთო კრებამ კენჭი უყარა და დადებითად შეაფასა საანგარიშგებო პერიოდში ბაფის  საქმიანობა.

დამსახურებული წევრების დაჯილდოვება. დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, საერთო კრებამ, ბაფის საქმიანობასა და  პროფესიაში გაწეული ღვაწლისათვის, საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ბაფის წევრები:


მიხეილ აბაიაძე; იზაბელა გუტიძე; ნინო თათელიძე; ნათელა კალანდაძე; ეკა ლაპიაშვილი; ნარგიზი ჩხიკვაძე; ნათელა ჭიაბერაშვილი; ნათელა  ჭიღლაძე; თინათინ გუნია; ბერდო ხუციშვილი; ნინო ჩოგოვაძე; ლელა კუტივაძე; ზაზა გრიგალაშვილი; მზია გეგეჭკორი; ფატიმა ბერიძე.  

 

ბაფის საპატიო წევრად აღიარება

საერთო კრებამ ბაფის საპატიო წევრის სტატუსი მიანიჭა:

ანა აბულაძეს- საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაარსებიდან აქტიური წევრობის, მისი საქმიანობის პოპულარიზაციისა და რეგიონებში პროფესიის პრაქტიკულ განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის;


ზეინაბ გოგრიჭიანს, ანჟელი ხორავას - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაარსებიდან აქტიური თანამშრომლობის, მისი საქმიანობის პოპულარიზაციისა და ბუღალტერთა განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის,

 

წესდებაში ცვლილებების პროექტი

საერთო კრებაზე განსახილველი პროექტის შესახებ მოკლე მიმოხილვა გააკეთა კრების თავმჯდომარემ  და ხაზი გაუსვა, რომ ცვლილებების პროექტი გამოქვეყნებული იყო ფართო განხილვისათვის და წარმოდგენილია შემოსული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით.

პროექტის ცვლილებებზე მსჯელობის შემდეგ, თავმჯდომარემ დელეგატებს სთხოვა მოსაზრება დაეფიქსირებინათ: როგორ ეყარათ კენჭი შემოთავაზებული ცვლილებებისათვის - ერთიანად, თუ მუხლობრივად. გამოცხადდა ფარული კენჭისყრა, სადაც დელეგატებმა მხარი დაუჭირეს პროექტის ერთიანად კენჭისყრას.


მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, კენჭი უყარეს წესდებაში შესატან ერთიან ცვლილებებს, რომელსაც მხარი დაუჭირა დელეგატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (97 %).

(ბაფის წესდება, განახლებული რედაქციით  იხილეთ ქვემოთ).

 

გამგეობის თავმჯდომარის და გამგეობის წევრების არჩვნები

საერთო კრებამ  ბაფის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია ბატონი ლევან საბაური. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 207 -მა დელეგატმა (მომხრე-205; წინააღმდეგი - 2).

რადგან ბაფის წესდებით, გამგეობის წევრების რაოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს 12  წევრით  და მათ შორის ერთი არის გამგეობის თავმჯდომარე, ასარჩევი იყო გამგეობის 11 წევრი.  


საერთო კრებაზე არჩეული გამგეობის წევრები და კენჭისყრის შედეგები. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე 211-მა დელეგატმა. ხმათა უმრავლესობით არჩეული  იქნა ბაფის გამგეობის ახალი შემადგენლობა სეგმენტების მიხედვით:

აკადემიური სექტორიდან

1.       ნადეჟდა კვატაშიძე  (156 ხმა)


ბიზნესში დასაქმებული ბუღალტრების სეგმენტიდან

1.      ნონა რევაზიშვილი (149 ხმა)

2.      სალომე ოდიშარია (151 ხმა)

 

დიდი ოთხეულის სეგმენტიდან

 

1.    ქეთევან ყარაულაშვილი (148 ხმა)

2.    ლელა მესბლიშვილი (154 ხმა)


აუდიტორული ფირმებისა და აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორების სეგმენტიდან:

1.    დავით პაპიაშვილი  (181 ხმა)

2.    ნიკოლოზ ბაკაშვილი   (180 ხმა)

3.    რუსუდან ჟორჟოლიანი (177 ხმა

4.    კონსტანტინე დათიაშვილი  (172 ხმა)

5.    ლია გოგსაძე (171 ხმა)

6.    მზევინარ გურაბანიძე   (155 ხმა)

 

სარევიზიო კომისიის არჩევნები. დღის წესრიგის შესაბამისად, დასახელდა სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატები. კომისიის წევრობის კანდიდატად დასახელებული იქნა 4 პირი, საიდანაც, წესდების შესაბამისად, დელეგატებს უნდა აერჩიათ 3 წევრი. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა მიიღო 192-მა დელეგატმა. ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობა: თინათინ ღვინიფაძე (156 ხმა;  ლალი კობიძე (192 ხმა); ია გოგოლაძე (129 ხმა).



bottom of page