top of page

ბიზნესისა და პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში


მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. ღონისძიებაზე აღინიშნა „ბაფის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის ოფიციალური დაარსება, ნაბიჯები, რომელიც მიმართულია რეგიონში პროფესიული სტანდარტების ამაღლებისა და ბიზნესის მხარდაჭერისაკენ.


შეხვედრას ესწრებოდნენ ძირითადი დაინტერესებული მხარეები: ბაფის ხელმძღვანელობა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ბუღალტრები, აუდიტორები და ფინანსისტები როგორც

კერძო, ისე საჯარო სექტორიდან. შეხვედრის თემატიკა სხვადასხვა საკითხებს მოიცავდა, მათ შორის, მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისა და პროფესიის წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენა, მომავალ თანამშრომლობაში მათი გათვალისწინების მიზნით.


აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე „ბაფი“ წარმოდგენილი იყო უმაღლეს დონეზე: „ბაფის“ გამგეობის თავმჯდომარე რუსუდან ჟორჟოლიანი და გამგეობის წევრების უმრავლესობა, აღმასრულებელი დირექტორი ლავრენტი ჭუმბურიძე. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ სსიპ „სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორი პროფესორი მაკა ბერიძე, პრორექტორი - სამეცნიერო დარგში, პროფესორი მერაბ ბერიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი როინ

თათეშვილი. მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტსა და „ბაფს“ შორის უკვე არსებობს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა, განსაკუთრებით ბუღალტერთა პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების სფეროებში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა „ბაფის“ როლსა და ადგილს პროფესიაში; განხილულ იქნა უნივერსიტეტისა და „ბაფის“ ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და შესაძლებლობები.




„ბაფის“ შემდგომი გაფართოების მნიშვნელოვანი ეტაპია სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის შექმნა. ფილიალს უხელმძღვანელებს სამცხე-ჯავა- ხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ეკონომიკის დოქ- ტორი ვახტანგი თაქთაქიძე. ეს რეგიონული ფილიალი იქნება შესაძლებლობა ადგილობრივი ბუღალტერებისა და აუდიტორებისთვის, რათა განვითარდნენ პროფესიულად, საკუთარ საქმიანობაში გააუმჯობესონ ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხარისხი, მიიღონ მონაწილება “ბაფის” სასერტიფიკაციო პროგრამებში, დაამყარონ 

პირდაპირი კონტაქტები და გაცვალონ ცოდნა როგორც ადგილობრივ კოლეგებთან, ასევე ქვეყნის მასშტაბით დარგის მოწინავე პროფესიონალებთან.


ფილიალის საქმიანობა ასევე ხელს შეუწყობს მეწარმეთა მხრიდან პროფესიონალი ბუღალტრებისადმი და აუდიტორებისადმი ნდობის გაზრდას.


ბუღალტრის პროფესიის მნიშვნელობა მზარდია, ის ერთერთი ქვაკუთხედია ძლიერი ბიზნეს  გარემოს შექმნაში. ბუღალტრის პროფესიის განვითარება ხელს შეუწყობს ფინანსურ გამჭვირვალობას, ბიზნესისთვის ხელსაყრელი კლიმატის შექმნას და ინვესტიციების მოზიდვას, საბოლოოდ კი რეგიონის ეკონომიკურ ზრდას.


შეხვედრაზე დიდი დაინტერესება გამოიწვია ბაფის აღმასრულებელი დირექტორის ბატონი ლავრენტი ჭუმბურიძის მოხსენებამ მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტრების ერთიანი რეესტრის შექმნის ინიციატივის შესახებ. ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა ამ მიმართულებით დღეისათვის არსებული ნაკლოვანებები, განსაკუთრებით ხაზი გაესვა ბაზარზე საბუღალტრო მოკლევადიანი კურსების მომრავლების კვალდაკვალ „ბუღალტრების სერტიფიკატების“ სანდოობის შემცირებას; მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომდგენლებს უჭირთ რეალურად კვალიფიციური კადრის შერჩევა.


ამდენად, ბაფის რეგიონული ფილიალის შექმნა სამცხე-ჯავახეთში წარმოადგენს სტრატეგიულ  ნაბიჯს ადგილობრივი ბუღალტრული საზოგადოების გაძლიერების, პროფესიული შესაძლებლობების განვითარების და რეგიონის ეკონომიკური ზრდისათვის. ბაფსა და სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო აძლიერებს აკა- დემიური ინსტიტუტების როლს პროფესიის მომავლის ჩამოყალიბებაში.


#BAF

bottom of page