ინფორმაცია 2023 წლის სავალდებულო განგრძობითი
სწავლების შესახებ
მოგესალმებით გაცნობებთ რომ „განგრძობითი განათლების სტანდარტის“ მოთხოვნების შესაბამისად, სავალდებულო განგრძობითი სწავლების სემინარები ბაფში ჩატარდება მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან 21 ნოემბრამდე პერიოდში.
ბაფის 2023 წლის განგრძობითი სწავლების პროგრამა ითვალისწინებს განსხვავებულ მიდგომას: ა) აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული ან/და რეგისტრაციით დაინტერესებული სერტიფიცირებული პირებისათვის და ბ) სერტიფიცირებული პირებისათვის, რომლებიც რეგისტრირებული არ არიან აუდიტორთა რეესტრში აგრეთვე, დაინტერესებული არ არიან აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაცით.
სემინარები წარიმართება „ZOOM” აპლიკაციის საშუალებით, ყველა მონაწილეს წინასწარ გაეგზავნება კოდი და ბმული, რომლის საშუალებითაც შეძლებენ ლექციაზე დისტანციურ დასწრებას. დასწრება შეიზღუდება და მხოლოდ რეგისტრირებული მონაწილეები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან დაშვებული. ყველა მონაწილე ვალდებული იქნება რომ თავის სახელი და გვარით მოახდინოს მომხმარებლის რეგისტრაცია და სალექციო კურსის მსვლელობის დროს ჩართული ჰქონდეს კამერა. სხვა შემთხვევაში დასწრება არ ჩაეთვლება.
“Zoom” აპლიკაციის საშუალებით, ყველა მონაწილის დასწრება აღირიცხება წუთობრივად: შეხვედრაზე დისტანციურად ჩართვიდან - გამოსვლამდე. ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ორჯერ შემოსული ერთი და იგივე მომხმარებელი, დასწრების სიაში აღირიცხება ორჯერ, მაგრამ მისი დასწრების საათები ჯამურად უნდა დაედაროს კურსის მთლიან ხანგრძლივობას.
განგრძობითი განათლების პროგრამა და რეგისტრაცია:
ა). პროგრამა აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული ან/და აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული სერტიფიცირებული პირებისათვის ითვალისწინებს 30 საათიან სემინარებს.
სემინარის თემები და საათობრივი განაწილება
აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები 10 საათი;
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები 13 საათი;
საგადასახადო და ბიზნეს კანონმდებლობის სიახლეები 7 საათი.
სემინარები განრიგი:
I ჯგ - 18.09.2023-29.09.2023
II ჯგ - 18.09.2023-29.09.2023
III ჯგ - 02.10.2023-17.10.2023
IV ჯგ - 02.10.2023-17.10.2023
V ჯგ - 16.10.2023-27.10.2023
VI ჯგ - 16.10.2023-27.10.2023
VII ჯგ - 06.11.2023-17.11.2023
სემინარების დაწყების დრო 18.00 საათი;
სემინარის საფასური 354 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), გადახდა შეგიძლიათ ბაფის საბანკო ანგარიშზე
სს „თიბისი” ბანკი - კოდი: TBCBGE 22; ა/ა GE83TB0600000000700665
სს ,,საქართველოს ბანკი“ - კოდი: BAGAGE22 ა/ა GE30BG0000000525708648
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/4DTxMnHpyWn8YuXM8
ბ). პროგრამა სერტიფიცირებული პირებისათვის, რომლებიც აუდიტორთა რეესტრში არ არიან რეგისტრირებული აგრეთვე, დაინტერესებული არ არიან აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციით ითვალისწინებს 20 საათიან სემინარებს.
სემინარის თემები და საათობრივი განაწილება (სერტიფიცირებული ბუღალტრებისათვის):
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები 13 საათი;
საგადასახადო და ბიზნეს კანონმდებლობის სიახლეები 7 საათი;
სემინარების განრიგი:
I ჯგ - 11.09.2023-20.09.2023(11,12,13,18,19,20 სექტემბერი)
II ჯგ - 13.11.2023-21.11.2023 (13,14,15,16,17,20,21 ნოემბერი)
სემინარების დაწყების დრო 18.00 საათი;
სემინარის საფასური 236 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), გადახდა შეგიძლიათ ბაფის საბანკო ანგარიშზე
სს „თიბისი” ბანკი - კოდი: TBCBGE 22; ა/ა GE83TB0600000000700665
სს ,,საქართველოს ბანკი“ - კოდი: BAGAGE22 ა/ა GE30BG0000000525708648
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/7TExW5BonF6akGpM6
ჯგუფებში რეგისტრაცია დაიწყება 10 აგვისტოდან , რეგისტრაცია სავალდებულოა 10 ოსექტემბრამდე.
რეგისტრაციისათვის საჭიროა: შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გადახდის დამადასტურებელი საბუთი გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე baf@baf.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ბაფში:
235 67 56; 235 43 97; 599 605 551 (მირანდა ვაჟბედაშვილი)
ბაფის განათლების კომიტეტი