top of page
Laptop Writing
l1-01.png

პროგრამაში ჩართვა

პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიცირება

  1. ზოგადი

პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა, ეფუძნება ACCA-ის საერთაშორისო (ACCA- სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) პროგრამას.

    2. პროგრამაში ჩართვა

პრო­ფე­სი­უ­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პროგრამა საერთაშორისო სტან­დარ­ტე­ბის და­უფ­ლე­ბის გარან­ტი­აა. პროგ­რა­მა საკ­მა­ოდ შრომატევადია და პროფესიონალობის პრეტენდენტისაგან მო­ით­ხოვს მაქსი­მა­ლუ­რი დრო­ის დათ­მო­ბას, სი­ბე­ჯი­თეს, სე­რი­ო­ზულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და პა­სუ­ხის­მგებლობას. პროგრამაში ჩართვის მსურველი პირი რეგისტრაციას გადის ბაფში.

პროგრამაში ჩართვის უფლება აქვთ:

  • ნებისმიერი პროფილის უმაღლესი განათლების მქონე პირებს;

  • სერტიფიცირების ასაკი და დრო შეზღუდული არ არის;

  • ნებისმიერი პროფილის პროფესიული განათლების V საფეხურის კვალი­ფი­კა­ციის ან იდენტური კვალიფიკაციის დიპლომის მფლობელ პირებს;

  • სერტიფიცირების პროგრამაში ჩართული პრეტენდენტი ბაფის გამოცდებისათვის ემზადება დამოუკიდებლად ან/და პბი-ში;

  • სერტიფიცირების პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია ყოველი წლის თებერვალსა და სექტემბერში, რისთვისაც განცხადებების მიღება იწყება ორი თვით ადრე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა სარეგისტრაციო განაცხადის მიღება ხდება წელიწადში ორჯერ: დეკემბერ-იანვარსა და ივლისს-აგვისტოში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველს საბუთების შეტანის დროს აცნობებენ დანიშნული ღია კარის დღის თარიღს, რომელზე დასწრება სავალდებულოა.

3. პრო­ფე­სი­უ­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პროგ­რა­მის სტრუქ­ტუ­რა:

(სტრუქტურის მიხედვით შესაძლებელია (სილაბუსსზე) თემატიკაზე გადასვლა).

 I ეტა­პი

  1. ბიზნესი და ტექნოლოგია    ბტ

  2. მმართველობითი აღრიცხვა   მა

  3. ფინანსური აღრიცხვა  ფა

 II ეტა­პი

  1. ქართული ბიზნეს სა­მარ­თა­ლი  ქბს (განახლებული 2022 წლის სექტემბერში) გაითვალისწინეთ              

  2. საქმიანობის შედეგების მართვა  შსმ

  3. სა­გა­და­სა­ხა­დო და­ბეგ­ვრა  სდ (საგადას. კოდექსი 2024 წ. აპრილის მდგომარეობით) იხილეთ აქ

  4. ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბა  ფან

  5. აუ­დი­ტი და მარწმუნებელი მომსახურება  ამმ

  6. ფი­ნან­სუ­რი მარ­თვა  ფმ

 III ეტა­პი 

პროგრამის ხან­გრძლი­ვო­ბა

პროგრამის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. იგი დამოკიდებულია პრეტენდენტის აქტივობაზე, მონდომებაზე, მიზანსწრაფულობაზე, დროის რესურსისა და სხვა გარემოებებზე.

პროგრამის დასრულების ოპტიმალური ვა­დაა ჩა­რიც­ხვი­დან 3 წე­ლი. 

პროგრამაში ჩართულობა

პროგ­რა­მა საკ­მა­ოდ შრომატევადია. პრაქტიკით დადგენილია, რომ ACCA-ის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მისაღებად სა­ჭი­როა თითოეულ წიგნში სა­შუ­ა­ლოდ 70 საათიანი ლექ­ციის მოსმენა და, ლექ­ცი­ე­ბის გარ­და, კვირაში მი­ნი­მუმ 12 სა­ა­თი და­მო­უ­კი­დე­ბელი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. პრეტენდენტების მიერ გამოცდების ოპტიმალურ ვადაში ჩაბარების ხელშეწყობის მიზნით, ბაფის მიერ სწავლის წარმმართველად დანიშნულია პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი (შემდგომში „პბი“). 

4. რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები

პრო­ფე­სი­უ­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პროგ­რა­მაში ჩართვის მსურველი ბაფში პრეტენდენტად რეგისტრაციისათვის ავსებს განცხადებას და ანკეტას, რომელსაც თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • დიპლომის ასლი 

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი 

  • ფოტოსურათი (3X4 ზომის)  ელექტრონული ვერსია;

  • სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან.

 

პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, დოკუმენტაციის მეილზე გადმოგზავნით: 

gfpaa@gfpaa.ge  /  baf@baf.ge  ან  miranda_7700@hotmail.com

 

პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსის მაძიებლის (პრეტენდენტის) ანკეტა

პრეტენდენტის  განცხადება

 დამატებითი ინფორმაცია

  1. პროგრამაში მონაწილე უნდა გახდეს (იყოს) ბაფის წევრი.

  2. პროგრამაში მონაწილე ვალდებულია, გამოიწეროს ყოველთვიური პროფესიული ჟურნალი ”ბუღალტრული აღრიცხვა” (ჟურნალში სისტემატურად ქვეყნდება პროგრამის საგამოცდო საკითხები და დამხმარე მასალები).

პროგ­რა­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დაგვიკავშირდით:

მი­სა­მარ­თი: წე­რეთ­ლის გამ­ზი­რი 61, მე-2 სარ­თუ­ლი.

ტელეფონები:  235-67-56, 235-43-97, 235-01-57

ელექტრონული ფოსტა: gfpaa@gfpaa.ge  /  baf@baf.ge  ან  miranda_7700@hotmail.com

bottom of page