დებულება მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა კომპეტენციის დადასტურებისა და რეესტრის წარმოების წესის შესახებ
მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა კომპეტენციის დადასტურებისა და რეესტრის წარმოების წესის შესახებ
(დამტკიცებულია 29.03.2024; სხდომის ოქმი 3)
-
შესავალი
-
დებულების მიზანია მცირე და საშუალო საწარმოთა ბუღალტრების პროფესიული კომპეტენციის დადასტურების საფუძველზე აღიარება და მათი რეესტრის წარმოების წესების განსაზღვრა;
-
დებულება ეფუძნება ნებაყოფლობით პრინციპს, რაც გულისხმობს ბუღალტრის თავისუფალ არჩევანს სერტიფიცირებისა და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების პროცესში მონაწილეობაში;
-
დებულება შემუშავებულია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის განათლების სტანდარტებისა და რეკომენდაციების საფუძველზე. იგი სრულ შესაბამისობაშია ბაფის წესდებასა და საქართველოს კანონმდებლობასთან...