top of page
l1-01.png

მმართველობა და ხელმძღვანელობა

საერთო კრება

მმართველობა (გამგეობა)

profile-user.png

ხელმძღვანელობა

(აღმასრულებელი სტრუქტურა)

profile-user.png

მმართველობის მხარდაჭერა

საკონსულტაციო საბჭო

group.png

კომიტეტები

სტანდარტების და პრაქტიკის

აუდიტის

ხარისხის

საგადასახადოს დაბეგვრის

განათლება

საწევრო

ეთიკა და დისციპლინარული

საქმიანობის კონტროლი: 

სარევიზიო

კომისია

ფილიალები

Asset 1.png
Asset 1.png
Asset 2.png
ფოთი
თბილისი
მთ.ოფისი
რუსთავი
გორი
გურჯაანი
ზუგდიდი
ბათუმი
ახალციხე
ხაშური
ქუთაისი
ოზურგეთი

მართვის ორგანოები

  • ბაფის მმართველობითი ორგანოებია:

  • წევრთა საერთო კრება (შემდგომში - საერთო კრება)

  • გამგეობა

  • აღმასრულებელი რგოლი

  • სარევიზიო კომისია

  • საკონსულტაციო საბჭო.

Meeting

საერთო კრება 

საერთო კრება წარმოადგენს ბაფის მართვის უმაღლეს ორგანოს. საერთო კრება მოიწვევა გამგეობის მიერ წელიწადში ერთხელ მაინც ან როცა ამას ბაფის ინტერესები მოითხოვს.

 

საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს  წევრთა მეათედის წერილობითი მოთხოვნით და კრების დღის წესრიგის მითითებით. საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება  დელეგირებული წევრების ნახევარი მაინც.

 

საერთო კრების გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხოლო გადაწყვეტილება წესდების შეცვლის შესახებ – ორი მესამედის უმრავლესობით. ბაფის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს ყველა წევრის ხმათა ოთხ მეხუთედს. საერთო კრების გადაწყვეტილება ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ საკითხი საერთო კრების მოწვევისას დღის წესრიგში იყო შეტანილი.

საერთო კრება უფლებამოსილია:

  • განიხილოს და დაამტკიცოს წესდება (წესდების ახალი რედაქცია), შეიტანოს მასში ცვლილებები და დამატებები

  • აირჩიოს ბაფის თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის გამგეობის თავმჯდომარე;

  • აირჩიოს გამგეობა და სარევიზიო კომისია;

  • შექმნას საკონსულტაციო საბჭო

  • შეცვალოს ბაფის მიზნები

  • დაამტკიცოს გამგეობის ანგარიშები

  • მოისმინოს და დაამტკიცოს გამგეობის თავმჯდომარისა და სარევიზიო კომისიის მოხსენებები

  • გამგეობის წარდგინებით შეწყვიტოს ბაფის ტერიტორიული ფილიალების (ადგილობრივი წარმომადგენლობების) საქმიანობა

  • გადაწყვიტოს ფედერაციის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხები

საერთო კრება ბაფის თავმჯდომარეს და გამგეობის წევრებს ირჩევს ფარული კენჭისყრით.

IMG_0120.jpg

 საერთო კრების
კომპეტენცია 

IMG_0149.jpg

გამგეობა 

გამგეობას ირჩევს ბაფის წევრთა საერთო კრება 2 წლის ვადით. გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი გამგეობის არჩევამდე. გამგეობა შედგება გამგეობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის ორი მოადგილისა და გამგეობის წევრებისაგან. გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩევიან გამგეობის წევრებიდან. გამგეობა შედგება არაუმეტეს 12 წევრისაგან.

 

გამგეობის თავმჯდომარეობის და გამგეობის წევრობის კანდიდატები კენჭს იყრიან პირადი განცხადების საფუძველზე.

 

გამგეობის წევრები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ ნებაყოფლობით საწყისებზე ანაზღაურების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამგეობის გადაწყვეტილებით გამგეობის წევრი დანიშნულია სხვა თანამდებობაზე. 

  • უხელმძღვანელოს ბაფის საქმიანობას საერთო კრებებს შორის პერიოდში

  • მოიწვიოს ბაფის საერთო კრება და მის მოწვევამდე იმუშაოს იმ საკითხებზე, რომლებიც უნდა ჩაირთოს საერთო კრების დღის წესრიგში

  • დაამტკიცოს სარევიზიო კომისიის დებულება

  • შექმნას ბაფის კომიტეტები, დაამტკიცოს მათი დებულებები და სტანდარტები

  • დაამტკიცოს ბიუჯეტი და ხარჯთაღრიცხვა

  • მიიღოს გადაწყვეტილებები საწარმოებისა და ორგანიზაციების დაარსებაზე და დაამტკიცოს მათი წესდებები (დებულებები)

  • დაადგინოს ბაფში გაწევრიანების საფასური და საწევრო შესატანების თანხა

  • გამგეობის თავმჯდომარის წარდგინებით დანიშნოს აღმასრულებელი დირექტორი

  • განსაზღვროს აღმასრულებელი დირექტორის შრომის ანაზღაურების ოდენობა

  • დაამტკიცოს ბაფის ორწლიანი გეგმა, ყოველწლიურ სამუშაო პროგრამასთან და მისი შესრულების გრაფიკთან ერთად

  • მიიღოს წევრობის შეჩერების, გაგრძელებისა და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება

  • გარიცხოს წევრი ბაფიდან

Office Employees

გამგეობის

კომპეტენცია 

ბაფის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები

 

ბაფის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან:

  • გამგეობის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი

  • გამგეობის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ბაფს მესამე პირებთან წარმოადგენენ ცალ-ცალკე

 აღმასრულებელი დირექტორი

 

ბაფის მიმდინარე საქმიანობის მართვას ახორციელებს აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი). აღმასრულებელი დირექტორი უზრუნველყოფს ბაფისა და კომიტეტების საქმიანობას და ასრულებს გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ადგენს ბაფის ბიუჯეტს და დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობას. აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია გამგეობის წინაშე. იგი ინიშნება გამგეობის მიერ.

 

მასთან კონტრაქტის პირობებს განსაზღვრავს გამგეობის თავმჯდომარე გამგეობის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ. აღმასრულებელი დირექტორი ატარებს ღონისძიებებს გამგეობის სხდომისა და საერთო კრების ჩატარების უზრუნველსაყოფად.

აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია:

  • წარმოადგინოს ბაფი მესამე პირებთან ურთიერთობებში სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის მართვის სფეროში

  • შეასრულოს ფინანსური და ბიზნეს ფუნქციები ბაფის საქმიანობის უზრუნველსაყოფად

  • დანიშნოს და გაანთავისუფლოს ადმინისტრაციის პერსონალი

  • დადოს ხელშეკრულებები და ხელი მოაწეროს ფინანსურ დოკუმენტებს

 სარევიზიო კომისია 

 

ბაფის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს სარევიზიო კომისია.სარევიზიო კომისია აირჩევა საერთო კრების მიერ, ორი წლის ვადით 3 წევრის შემადგენლობით. სარევიზიო კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ბაფის წევრები. სარევიზიო კომისია მოქმედებს კომისიის დებულების საფუძველზე.

სარევიზიო კომისია ვალდებულია:

  • განახორციელოს ბაფის ბიზნესისა და ფინანსური საქმიანობის შემოწმება

  • განახორციელოს კონტროლი, ბაფის ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ბაფის წესდებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების დაცვაზე

  • მოამზადოს და წარუდგინოს შემოწმების შედეგები გამგეობის სხდომებსა და ბაფის საერთო კრებებს

 საკონსულტაციო საბჭო 

 

საკონსულტაციო საბჭო წარმოადგენს საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც კონსულტაციების გაწევის გზით დახმარებას უწევს ბაფს საქმიანობის უკეთ წარმართვაში. საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეიძლება იყვნენ ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის, ფასიანი ქაღალდების, ეკონომიკის ან ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ ბაფის წევრები და რომელთაც არა აქვთ შრომითი ურთიერთობა ბაფთან.

bottom of page