ჩვენს შესახებ
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი)
ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი 2000 წლიდან
ორგანიზაციული მიმოხილვა
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) არის წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული (არასამთავრობო, არაკომერციული) ორგანიზაცია. შეიქმნა 1998 წლის 5 მაისს, საქართველოს ბუღალტერთა კლუბისა და ბუღალტერთა ასოციაციის გაერთიანების შედეგად. ბაფი არის საქართველოს ბუღალტერთა კლუბის (დაფუძნდა 1996 წელს) სამართალმემკვიდრე
ბაფის საქმიანობის მიზანია:
წევრების მაღალკვალიფიციური დონის მიღწევა და შენაჩუნება, საზოგადოებისათვის ხარისხიანი პროფესიული მომსახურების მიწოდების მიზნით; საინვესტიციო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებით; ბიზნესგარემოს გაუმჯობესებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა
ბაფის წევრები
არიან ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს წარმომადგენელი ფიზიკური და იურიდიული პირები. 2022 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, ბაფის წევრია 5822 ფიზიკური პირი (მათ შორის 738 სერტიფიცირებული პირი) და 52 აუდიტორული კომპანია, რომლებსაც საქართველოში აუდიტორული საქმიანობის ბაზრის 90 პროცენტზე მეტი უჭირავთ. საქმიანობისა და წევრობის არეალი მოიცავს საქართველოს რეგიონებსა და რაიონებს
შვილობილი კომპანიები:
-
შპს პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი
-
შპს „ჟურნალი ბუღალტრული აღრიცხვა“
საქმიანობის ძირითადი სპექტრი:
პროფესიული სერტიფიცირება და განგრძობითი განათლება; წევრების პროფესიული მომსახურების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა და მონიტორინგი; წევრების საკონსულტაციო მომსახურება; საერთაშორისო სტანდარტებისა და პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა-მომზადება; დისციპლინარული მოკვლევა და მონიტორინგი წევრების მიერ პროფესიული ეთიკის დაცვაზე; პროფესიის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ლობირება.
ორგანიზაციული სტრუქტურა
საერთო კრება–გამგეობა–აღმასრულებელი დირექცია–ფილიალები-კომიტეტები.
გამგეობა შედგება 12 წევრისაგან. სათავო და რეგიონალური ოფისების საქმიანობის მართვას ემსახურება 27 თანამშრომელი. საქმიანობის მართვა ხორციელდება გამგეობის, აღმასრულებელი დირექტორისა და შესაბამისი კომიტეტების მიერ შემუშავებული და დამტკიცებული შიდა პოლიტიკის, სისტემებისა და მენეჯერული პროცედურების საფუძველზე.
ბაფის ისტორია
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლის გზების ძიებისა და პრაქტიკული მხარდაჭერის მიზნით, 1996 წლის 28 ნოემბერს საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებრივი ორგანიზაციის “საქართველოს ბუღალტერთა კლუბის” დაფუძნების შესახებ. ბუღალტერთა კლუბი იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებულ იქნა 1996 წლის 17 დეკემბერს.
ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობის გზით
-
საქართველოს საწარმოებში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა
-
ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ჰარმონიზაციისა და განვითარების გლობალურ პროცესებში მონაწილეობა
-
ბაფის წევრების მაღალკვალიფიციური დონის მიღწევა, საზოგადოებისათვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით
-
ბაფის წევრთა პროფესიული ინტერესების დაცვა
წარმატების წყარო
ბაფის სტაბილურობის, აღიარების, უნარისა და იმიჯის წყაროა მისი წევრების სიმრავლე, პროფესიონალიზმი, კოლეგიალური დამოკიდებულება, პროფესიული ღირსება და ეთიკური ქცევა. ბაფის წარმატებებში მნიშვნელოვანია მისი პარტნიორების წვლილი.
ბაფი აქტიურად თანამშრომლობს ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციასთან და პროფესიასთან დაკავშირებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საქართველოს სამთავრობო და არასამ-თავრობო სტრუქტურებთან, აკადემიურ სექტორთან.
აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული-საკანონმდებლო ბაზის რეფორმის ხელშეწყობა
საქმიანობის შედეგების რეზიუმე
ბაფის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით 1997-2021 წლებში:
-
იღებულ იქნა საქართველოს კანონები: „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ (1999 წელი) და „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ (2012 წელი);
-
დაფუძნდა პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი (სასწავლო ცენტრი) და ყოველთვიური სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „ბუღალტრული აღრიცხვა“;
-
ჩამოყალიბდა სპეციალისტთა გადამზადებისა და განგრძობითი სწავლების სისტემა და დამკვიდრდა პროფესიული სერტიფიცირება;
-
ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები აღიარებულ იქნა საქართველოს ეროვნულ სტანდარტებად;
-
ერიოდულად ითარგმნებოდა და გამოიცემოდა ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები. მზადდებოდა და გამოიცემოდა მათი პრაქტიკაში გამოყენებისათვის საჭირო ლიტერატურა;
-
დაფუძნდა ბუღალტერთა და აუდიტორთა რეგიონალური ფედერაცია „ევრაზია“;
-
ჩატარდა 12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით;
-
მომზადდა და ნორმატიული აქტების სახით გამოიცა მცირე ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული სტანდარტები (2004 წელი) და არაკომერციული იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტი (2006 წელი);
-
ითარგმნა და გამოიცა: მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (2014 წელი); მომსახურების ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი და მისი გამოყენების სახელმძღვანელოები (2014-19 წელი);
-
პერიოდულად გამოიცემოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები;
-
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადდა 30000-ზე მეტი ბუღალტერი;
-
მთავარი ბუღალტრის სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობდა 1700-ზე მეტი პირი;
-
პროფესიონალი (სერტიფიცირებული) ბუღალტრის სტატუსი მოიპოვა 710 პირმა;
-
მიმდინარე ეტაპზე, პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობს 11000-ზე მეტი სერტიფიცირების კანდიდატი.
ბაფის შიდა ნორმატიული ბაზა
ბაფის ადმინისტრაციული შიდა ნორმატიული ბაზა
პერსონალის მართვა და თანამდებობრივი ინსტრუქცია
ბაფის პერსონალის შერჩევისა და მიღების წესები
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციიის წესდება
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის შრომის შინაგანაწესი
შიდა პოლიტიკა და მენეჯერული პროცედურები
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის თანამშრომელთა ფუნქციები
განგრძობითი განათლების შიდა პოლიტიკა, სისტემები და პროცედურები
პერსონალური მონაცემების დამუშავების და დაცვის პოლიტიკა
ბაფის საკონსულტაციო საბჭოს დებულება
ბაფის კომიტეტების დებულებები და ნორმატიული დოკუმენტები
დებულება ბაფის კომიტეტების შესახებ
დებულება ბაფის წევრობასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ
განათლების საერთაშორისო სტანდარტები:
გსს- 1 გსს- 2 გსს- 3 გსს- 4 გსს- 5 გსს- 6 გსს- 7 გსს- 8
მთავარი ბუღალტრის სერტიფიცირების დებულება
ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირების დებულება
სერტიფიცირებული ბუღალტრის სრული სასერტიფიკაციო პროგრამა (განახლებული)
დებულება საგამოცდო კომისიის შესახებ
აუდიტორული საქმიანობის ხარისხის კომიტეტის დებულება
აუდიტორების/აუდიტორული ფირმების ხარისხის კონტროლის სისტემის დიაგნოსტიკური ანგარიშის მომზადების წესი
ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის დებულება
ბაფის წევრთა სამართალდარღვევების გამოვლენისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი
სტანდარტებისა და პრაქტიკის კომიტეტის დებულება
საგადასახადო კომიტეტის დებულება
პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში ჩათვლების სახელმძღვანელო პრინციპები
განათლების კომიტეტი
"საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია" წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამთავრობო, არაკომერციულ პროფესიულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და თავისი წესდების შესაბამისად. ფედერაციის ორგანიზაციული მოწყობა ეფუძნება ბუღალტერთა და აუდიტორთა ძალისხმევის გაერთიანებას საქართველოს კერძო სექტორში:
-
აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული-საკანონმდებლო ბაზის რეფორმის ხელშეწყობისათვის;
-
ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტში ევროდირექტივების მოთხოვნებთან შესაბამისობის გზით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვისათვის;
-
ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ეროვნული ნორმებისა და სტანდარტების შემუშავებისათვის;
-
ფედერაციის წევრთა პროფესიული სერტიფიცირების გზით, პროფესიული მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად და წევრთა საერთო ინტერესების დაცვისათვის.