საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბაფის საანგარიშო კრება


მოგესალმებით კოლეგებო, ბაფის წევრებო!

მოგიკითხავთ დიდი პატივისცემით.

ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერიოდი გვიდგას.

მოგმართავთ ბაფის გამგეობის სახელით და გთხოვთ იაქტიუროთ ბაფის საანგარიშო კრების საკითხებთან დაკავშირებით:

ცვლილებები ბაფის წესდებაში

წარმოდგენილი ცვლილებების შემოთავაზება  განპირობებულია ბაფის განვითარების შემდგომ საფეხურზე გადასვლისთვის, ხელმძღვანელობის წარმომადგენლობითი და ხარისხობრივი ზრდის სრულყოფის მოტივით, რომელიც ეყრდნობა, უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი პროფესიული ორგანიზაციებისათვის IFAC -ისა და CAPA-ს კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს:

(სიმწიფის მოდელი მოქმედებაში - მმართველობა; ფოკუსირება საქმიანობის შედეგებზე https://www.saras.gov.ge/ka/Home/Manuals#tab-professional-education)

ეს მნიშვნელობანი სიახლეა ბაფის მართვაში და ყურადსაღებია ყველა წევრის მოსაზრება.

გთავაზობთ, გავმართოთ ღია მსჯელობა ამ საკითხზე!

ბაფის გამგეობა, ადმინისტრაცია და პირადად მეც მზად ვართ  უპასუხოთ ყველა შეკითხვას,  და მოგაწოდოთ ნებისმიერი თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. შესაბამისად გავითვალისწინებთ თქვენგან შემოსულ მოსაზრებებსა და წინადადებებს და ავსახავთ საერთო კრებაზე წარსადგენ პროექტში. 

შეგიძლიათ მოგვმართოდ:

ბაფის ელ.ფოსტა baf@baf.ge  ტელ: 235 67 56; 235 01 57

 გამგეობის თავჯდომარე  ელ. ფოსტა rusudan58@gmail.com

                                           მობ: 568-90-45-45

ბაფის გამგეობის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევნები.

გთხოვთ ასევე იაქტიუროდ გამგეობის წევრებისა და გამგეობის თავჯდომარის კანდიდატურების განცხადების წარდგენაში.

მეთანხმებით ალბათ, რომ მოგვწონს თუ არა, ჩვენ ისეთ მმართველობას ვიღებთ, როგორსაც ვირჩევთ!

სწორედ ახლა ვიფიქროთ და საკუთარ პროფესიულ გარემოცვაში, კოლეგებში (რომელსაც კარგად ვიცნობთ და ვენდობით) შევარჩიოთ, სანდო, კომპეტენტური, პროფესიის გულშემატკივარი, ეთიკური ღირებულებების მატარებელი კოლეგები და ვთხოვოთ, (დიახ ვთხოვოთ, რადგან მარტივი არ არის ასეთი პასუხისმგებლობის აღება) აიღონ ეს პასუხისმგებლობა და იყარონ კენჭი მმართველობაში.

კოლეგებო, ბაფის მომავალ გამგეობას წინ დიდი გამოწვევები ელის და ჩვენს დღევანდელ არჩევანს  რთული გამოცდა.

გისურვებთ წარმატებებს!

დიდი პატივისცემით,

რუსუდან ჟორჟოლიანი.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge