საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







კონფერენცია


 „პროფესიული განვითარების 20 წელი
ევროინტეგრაცია და პროფესიის გამოწვევები” 

 2016 წლის 20 მაისს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას „პროფესიული განვითარების 20 წელი - ევროინტეგრაცია და პროფესიის გამოწვევები.”  კონფერენცია ჩატარდება  სასტუმრო „ქორთიად მარიოტ თბილისში“.

კონფერენციის უმთავრესი მიზანია სამთავრობო სტრუქტურებსა და პროფესიის წარმომადგენლებს  უკეთ გააცნოს ჩვენი პროფესიის რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს ფინანსთა სამინისტროს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული  "ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის დახვეწასა და  პროფესიის მარეგულირებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის ფორმირებას.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ: IFAC-ის,  ACCA-ის, ფასს საბჭოს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყნის (ინგლისი, პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი, რუმინეთი, ესტონეთი, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი) მარეგულირებელი და პროფესიული ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

დღის ბოლოს, ბაფის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად,  გაიმართება საზეიმო მიღება.

  

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის (სხდომის ოქმი ¹1, 26.01.2016) გა­დაწყვეტილებით, ბაფის 2016 წლის საერთო (21-ე) კრება გაიმართება 2016 წლის 21 მაისს, 12 საათზე.

საერთო კრების დღის წესრიგი:

-     გამგეობის ანგარიში 2015 წლის საქმიანობის შესახებ;

-     სარევიზიო კომისიის ანგარიში;

-     2015 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგები;

-     გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების არჩევნები;

-     სარევიზიო კომისიის არჩევნები.

საერთო კრების დელეგატთა რეგისტრაცია
მიმდინარეობს 2016 წლის  19 მაისამდე პერიოდში.

კრება ჩატარდება "ქორთიად მარიოტ თბილისში"

თავისუფლების მოედანი ¹4.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge