საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბაფის საერთო (25-ე) კრების მიმოხილვა და არჩევნების შედეგები


ბაფის საერთო (25-ე) კრების მოკლე მიმოხილვა და არჩევნების შედეგები

2020 წლის 12 დეკემბერს ონლაინ ფორმატში, პროგრამა „ზუმის“ გამოყენებით, გაიმართა საქართველოს პროფესიონალ  ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) საერთო კრება. კრებას ესწრებოდა 251 დელეგატი და მოწვეული სტუმრები. კრება გახსნა გამგეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა რუსუდან ჟორჟოლიანმა.

კრებას თავმჯდომარეობდა რუსუდან ჟორჟოლიანი, მდივანი - შორენა გამიაშვილი.

დელეგატებმა კენჭი უყარეს და დაამტკიცეს საერთო კრების დღის წესრიგი:

(12.30-12.50) გამგეობის ანგარიში;

(12.50-13.10) სარევიზიო კოომისიის ანგარიში;

(13.10-13.40) დისკუსია ანგარიშების ირგვლივ, საქმიანობის შეფასება;

(13.40-13.50) ბაფის დამსახურებული წევრების დაჯილდოვება;

(13:50-14.10) გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების არჩევნები;

 (14.10-14.30) შესვენება

(14.30-14.50) სარევიზიო კომისიის არჩევნები;

(14.50-15.30)   დისკუსია - პროფესიის გამოწვევები

დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ბაფის საანგარიშო პერიოდის საქმიანობის შესახებ, ანგარიში წარმოადგინა გამგეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა რუსუდან ჟორჟოლიანმა (გამგეობის ანგარიში).

ბაფის გამგეობის, კომიტეტებისა და აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის  შემოწმების შედეგების შესახებ მოხსენებით წარსდგა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მარეხი ტოგონიძე. სარევიზიო კომისიამ ბაფის მიერ საანგარიშგებო პერიოდში ჩატარებული საქმიანობა დადებითად შეაფასა (სარევიზიო კომისიის ანგარიში).

ბაფის გამგეობის და სარევიზიო კომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ირგვლივ კრების მონაწილეებმა  გამოთქვეს მოსაზრებები და გამართეს დისკუსია.

საერთო კრებამ კენჭი უყარა (კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 239 დელეგატმა) და უმრავლესობამ დადებითად შეაფასა საანგარიშგებო პერიოდში ბაფის გამგეობისა და მთლიანად ბაფის საქმიანობა (დადებითად - 176, დამაკმაყოფილებელი - 62, უარყოფითად - 1).

დამსახურებული წევრების დაჯილდოვება. დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, საერთო კრებამ პროფესიაში გაწეული ღვაწლისათვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ბაფის წევრები: გურამ კიკაბიძე და ამირან ჯანგიძე - პროფესიის ერთგულებისა და ბაფთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის; ლია ცუცქირიძე - საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო  სტანდარტებით კადრების გადამზადების სფეროში   შეტანილი წვლილისათვის; ნელი გვენეტაძე -შიდა ქართლის რეგიონში ბაფის საქმიანობის პოპულარიზაციასა და  ბუღალტერთა გადამზადებაში   შეტანილი წვლილისათვის.

გამგეობის თავმჯდომარის და გამგეობის წევრების არჩვნები. საერთო კრებამ  ბაფის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია რუსუდან ჟორჟოლიანი. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 244 -მა დელეგატმა (მომხრე-218, წინააღმდეგი - 7, თავი შეიკავა -19).

ბაფის წესდებით, გამგეობის წევრების რაოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს 12  წევრით (მათ შორის ერთი არის გამგეობის თავმჯდომარე). გამგეობის წევრობაზე (11 ასარჩევი პირი) არჩევნებში მონაწილეობის განაცხადი გაკეთებული ჰქონდა  15  პირს, საიდანაც ერთმა  (ლავრენტი ჭუმბურიძ) არჩევნების დაწყებამდე მოხსნა თავისი კანდიდატურა. ამრიგად, 11 ვაკანტურ ადგილზე კენჭი იყარა 14  კანდიდატმა.  კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე 246-მა დელეგატმა.

 ხმათა უმრავლესობით არჩეული  ბაფის გამგეობის ახალი შემადგენლობა:

  1. პაპიაშვილი დავითი (206 ხმა)
  2. ხმალაძე გიორგი (195 ხმა)
  3. ებანოიძე ნოდარი (170 ხმა)
  4. დათიაშვილი კონსტანტინე (170 ხმა)
  5. ფარცხალაძე თეიმურაზი (169 ხმა)
  6. ცუხიშვილი თამარი (159 ხმა)
  7. ბაკაშვილი ნიკოლოზი (158 ხმა)
  8. აბაიაძე მიხეილი (122 ხმა)
  9. ნარსია მურადი (111 ხმა)
  10. კვინიკაძე გიორგი (109 ხმა)
  11. გურაბანიძე მზევინარი (109 ხმა)

სარევიზიო კომისიის არჩევნები. დღის წესრიგის შესაბამისად, დასახელდა სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატები. კომისიის წევრობის კანდიდატად დასახელებული იქნა 12 პირი, საიდანაც, წესდების შესაბამისად, დელეგატებს უნდა აერჩიათ 3 წევრი. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა მიიღო 181-მა დელეგატმა. დასახელებული კანდიდატურებიდან ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა სარევიზიო კომისიის ახალი წევრები:

ბაფის სარევიზიო კომისიის  შემადგენლობა: ჭურაძე მარიამი (თავმჯდომარე) ბარბაქაძე ხათუნა,  ბიწაძე მარიამი.

დისკუსია - პროფესიის გამოწვევები. გაიმართა დისკუსია პროფესიაში არსებული გამოწვევებისა და მასთან მიმართებით, ბაფის გამგეობის მიერ საპასუხო მოქმედებების დაგეგმვის აუცილებლობის შესახებ, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ: მურად ნარსია, გიორგი კვინიკაძე, დავით პაპიაშვილი, გიორგი ცერცვაძე. 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge