საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბაფის განათლების კომიტეტის განმარტება


ბაფის განათლების კომიტეტის განმარტება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის შენიშვნაზე - ფსიქომეტრიული ანალიზის დანერგვასა და კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის ახალი მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით

ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირების სრული სასერტიფიკაციო პროგრამისა და საგამოცდო პროცესის განვითარების სამოქმედო გეგმით, ფსიქომეტრიული ანალიზის დანერგვისა და კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის ახალი მონაცემთა ბაზის შექმნა განსაზღვრული იყო  2020 წლის დეკემბრისათვის.

ფაქტიური მდგომარეობით, კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის ახალი მონაცემთა ბაზის შექმნა დასრულებული იქნება   2021 წლის იანვრისათვის, ხოლო ფსიქომეტრიული ანალიზის დანერგვა განხორციელდება 2022 წლის ოქტომბრამდე.

 

სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვადების შეცვლა გამოწვეული არის:

 

  • 2019-2020 წლებში განათლების კომიტეტი და საგამოცდო კომისია დაკავებული იყო საგამოცდო გუნდის განახლებისა და გაზრდის ღონისძიებებით, გუნდის წევრებისთვის ტრენინგების ჩატარებით და მათი წვრთნით, ჩვეულებრივი საგამოცდო პროცესების პარალელურად;

 

  • ამავე პერიოდში მიმდინარეობდა პროფესიული სერტიფიცირების სახელმძღვანელო ლიტერატურის განახლება;

 

  • გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორი გახდა ქვეყანაში COVID -19 შექმნილი ვითარება.
ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge