საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები


                   

 

ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები

                                                                      

ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (IFRS FOR SMEs) აჭარაში

მსოფლიო ბანკი, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასთან თანამშრომლობით, გიწვევთ დარეგისტრირდეთ ონლაინ სატრენინგო კურსზე - ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (IFRS FOR SMEs), მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის  - ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ - ფარგლებში

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ ახალი კანონი მცირე და საშუალო ბიზნესებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და წარდგენას ავალდებულებს.

კურსის მიზანია, IFRS FOR SMEs სტანდარტებში გადაამზადოს ფინანსურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირები მესამე კატეგორიის საწარმოებიდან. 

სასწავლო კურსი მოიცავს 50 საათიან პროგრამას  და მესამე კატეგორიის საწარმოებს  საშუალებას აძლევს გაუმარტივდეთ საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულება და სწორად გაიგონ დაკისრებული ვალდებულებები.

კურსი სრულად დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის მიერ და მისი დასრულების შემდეგ ბიზნესები დამოუკიდებლად შეძლებენ სწორი სააღრიცხვო პოლიტიკის გაწერასა და საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლას.

კურსი ქართულენოვანია და საკმაოდ ინტენსიური; ასევე, მნიშვნელოვანია შეფასდეს მიღებული ცოდნა. ტესტირების გარდა, შეფასდება დასწრება და დავალებებიც. კურსის ბოლოს კი სერტიფიკატი გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც პროგრამას წარმატებით დაასრულებენ.

ჯგუფი 30 მონაწილისგან იქნება დაკომპლექტებული. კურსს მსოფლიო ბანკის მიერ შერჩეული მაღალკვალიფიციური ტრენერები გაუძღვებიან, რომლებსაც საკითხის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა აქვთ

  • დაწყების თარიღი: 25 მაისი
  • შეხვედრის დღეები: ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი
  •  შეხვედრის დრო: 16:00-19:00
  • კურსის ღირებულებას სრულად ანაზღაურებს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტი ფინანსურ ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ
  • მესამე კატეგორიის საწარმოებს გიწვევთ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია
  • რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე

https://forms.gle/o26huwky8qQEvaub7

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge