საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







საკადრო სტრატეგიის შემუშავება


ითარგმნა მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმების საქმიანობის მართვის სახელმძღვანელოს მოდული 4 „ადამიანური რესურსები: საკადრო სტრატეგიის შემუშავება“.

ამ მოდულში განხილულია ის საკითხები, რომლის მოგვარებაც მოგიწევთ ფირმის ზრდასთან ერთად. ამ პროცესების დროს, თქვენს წარმატებას ყველაზე მეტად განაპირობებს თქვენი მმართველი გუნდის შესაძლებლობა მოიზიდოს, შეინარჩუნოს, წაახალისოს და გაუძღვეს თანამშრომლებს. არსებობს უამრავი მართვის სტრატეგია, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზრდის ჰარმონიული წარმართვის მიზნით. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები, რომლებიც მოიცავს ფირმის ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიას და ხელმძღვანელობითი უნარების გამოხატვის ფორმას. ინდივიდუალური საკადრო საკითხების სათანადო მართვა არის ძალზე მნიშვნელოვანი ჰარმონიული სამუშაო გარემოს შესაქმნელად. ასეთ საკითხებს მიეკუთვნება პროფესიული განათლება და პერსონალის განვითარების საკითხები, ისევე როგორც, პერსონალის მიერ ფირმის საკეთილდღეოდ შეტანილი წვლილის დაფასება და აღიარება.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge