საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ფირმის საქმიანობის დაგეგმვა


თქვენი ფირმის საქმიანობის დაგეგმვა (მოდული 1)

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციამ (ბაფი) თარგმნა – თქვენი ფირმის საქმიანობის დაგეგმვა აღნიშნული სახელმძღვანელო ითარგმნა აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში.

მცირე- და საშუალო-ზომის პრაქტიკებისთვის პრაქტიკის მართვის სახელმძღვანელო მომზადდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ მისი მცირე და საშუალო პრაქტიკების კომიტეტის მხარდაჭერით. აღნიშნული კომიტეტი წარმოადგენს მცირე- და საშუალო-ზომის პრაქტიკების სფეროში მოღვაწე პროფესიონალ ბუღალტერთა ინტერესებს, ასევე სხვა მოქმედ პროფესიონალ ბუღალტერთა ინტერესებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მცირე- და საშუალო-ზომის საწარმოების მომსახურებას.

წარმატების აუცილებელი კომპონენტია, ყველა ფირმას ჰქონდეს საკუთარი სტრატეგია და მისდიოს საკუთარი გეგმის განხორციელებას. ეს არის გზა, რომელსაც მიჰყვებიან დირექტორები და თანამშრომლები, რათა ფირმამ დააკმაყოფილოს თავის მესაკუთრეთა მოთხოვნები. ყოველივე ეს იწყება თქვენი სტრატეგიული გეგმის საშუალებით. მასში აღწერილია, თუ რომელი გზით გსურთ თქვენ და თქვენს პარტნიორებს ფირმის განვითარება. კარგი მენეჯმენტი შეუნარჩუნებს თქვენს ფირმას კომერციულ სიცოცხლისუნარიანობას და პროფესიულ კომპეტენციას. მხოლოდ ამ გზით შეიძლება თქვენმა ბიზნესმა დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები, ასევე თქვენი თანამშრომლების, კლიენტებისა და დაინტერესებული პირების მოთხოვნები.

 
ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge