საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







აუდიტის სახელმძღვანელო


წინასიტყვაობა

ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის  ინიციატივით, ინგლისისა და უელსის დიპლომირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტსა  (ლიცენზიარი) და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას (ლიცენზიანტი) შორის 2018 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქართულ ენაზე ითარგმნა  აუდიტის მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო მცირე და საშუალო ზომის აუდიტორული კომპანიებისათვის (HATაუდიტის სახელმძღვანელო თავი 1; თავი 2თავი 3HAT ნიმუში)

საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ბრიტანული აუდიტის მეთოდოლოგიის ქართულ ენაზე თარგმნა განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული რეგიონული ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. აგრეთვე მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრისა (CFRR) და ქართული აუდიტორული კომპანიების მხარდაჭერით.

სახელმძღვანელოს გამოყენება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  საქართველოში რეგისტრირებული აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების ხარისხის გაუმჯობესებას.

ბაფის სახელით,  გვინდა მადლობა გადავუხადოთ მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე მომზადებაში  (თარგმნა, ექსპერტიზა, რედაქტირება, დაკაბადონება, ადმინისტრირება) მონაწილე ყველა პირს,  განსაკუთრებით ბატონ ლევან პაპიაშვილს თარგმნისა და ექსპერტიზის სამუშაოებისათვის და  ბატონ რევაზ ძაძამიას, საქმიანი და კრიტიკული შენიშვნებისათვის.

გაწეული  რთული და ხანგრძლივი შრომის მიუხედავად, თარგმნილი  მასალის სპეციფიკისა და მოცულობის  გათვალისწინებით,  სახელმძღვანელო დაზღვეული ვერ იქნება ტერმინოლოგიური ან/და სხვა ხარვეზებისაგან. ასეთი ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელი იქნება პრაქტიკაში გამოყენების დროს აუდიტორთა შენიშვნებისა და მოსაზრებების ბაფისათვის მოწოდებით, რომელიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

ბაფი მადლობას მოახსენებს აუდიტორული კომპანიების პარტნიორებს, რომლებმაც შემოწირულობა გაიღეს აუდიტის მეთოდოლოგიის ქართულ ენაზე თარგმნისა და ექსპერტიზის სამუშაოებისათვის. ეს კომპანიებია:   შპს გრანთ თორნთონ; შპს ნექსია თიეი; შპს ბაკაშვილი და კომპანია;  შპს მართვის საკონსულტაციო ჯგუფი; შპს კრესტონ პაპიაშვილი;  შპს ალექსანდრე;  შპს ცოდნისა; შპს მოორ სტივენს ეიბისი;  შპს პრესტიჟ აუდიტი;  შპს არბიტრანსი; შპს ინტელექტ აუდიტი;  შპს ჟორჯიან აუდიტი.   

 

ლავრენტი  ჭუმბურიძე

ბაფის აღმასრულებელი დირექტორი

 

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge