საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







აუდიტის ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა


აუდიტის  ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა

ინგლისისა და უელსის დიპლომირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტმა (ICAEW) აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული რეგიონული ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ნაწილის განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული აუდიტორების და აუდიტორული ფირმების ხარისხის გაუმჯობესება.

პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 2 აპრილიდან 4 აპრილის ჩათვლით, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში ჩატარდა ტრენინგი ტრენერებისათვის, რომლებიც სემინარებს ჩაატარებენ აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებით დაინტერესებული აუდიტური კომპანიებისა და აუდიტორთა ჯგუფებისათვის.

ტრენინგში მონაწილეობდა პროფესიული ორგანიზაციების წევრი აუდიტური კომპანიების წარმომადგენელი 12 აუდიტორი. სემინარს უძღვებოდა ინგლისისა და უელსის დიპლომირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტის  (ICAEW) საერთაშორისო კომპეტენციების განვითარების უფროსი მენეჯერი ჟონ ჰუპერი.

ქართულ ენაზე თარგმნილი  აუდიტის მეთოდოლოგია ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის ივნისიდან, ხოლო  შესაბამისი ტრენინგების ჩატარება დაგეგმილია მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge