საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ყირგიზეთისა და ბელარუსის რესპუბლიკების წარმომადგენლების ვიზიტი


ყირგიზეთისა და ბელარუსის რესპუბლიკების წარმომადგენლები ბაფს ეწვივნენ

2018 წლის 11 ოქტომბერს   ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მომსახურების რეგულირებისა და ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის და ბელარუსის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას ეწვივნენ. შეხვედრის მთავარ მიზანს ორივე ქვეყნის დელეგაციებისათვის საქართველოში  აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის სფეროში პროფესიული ორგანიზაციის როლის, მისი გამოცდილებისა და მიღწეული შედეგებისა  გაცნობა წარმოადგენდა.

ბაფის  გამგეობის თავმჯდომარემ,  რუსუდან ჟორჟოლიანმა  პრეზენტაციის სახით სტუმრებს გააცნო 20- წლიანი პროფესიული საქმიანობის ისტორია, მიმოიხილა ორგანიზაციის მართვის სტრუქტურა და შიდამარეგულირებელი ნორმატიული ბაზა. ისაუბრა ბაფის როლზე საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის  სფეროში გატარებულ რეფორმასა და  მიმდინარე გამოწვევებზე პროფესიაში.

ბაფის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინე დათიაშვილმა სტუმრებს გააცნო საქართველოში ბუღალტერთა განათლებისა და პროფესიული სერტიფიცირების პრაქტიკა.

ორგანიზაციაში წევრების პროფესიული მომსახურების ხარისხის კონტროლისა და დისციპლინარული მოკვლევის არსებული პრაქტიკის საკითხებზე პრეზენტაცია გააკეთა ბაფის აღმასრულებელმა დირექტორმა ლავრენტი ჭუმბურიძემ.

შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიურ რეჟიმში, ხოლო შეხვედრის მეორე ნაწილი  მთლიანად კითხვა -პასუხს დაეთმო.

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge