საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







სავალდებულო განგრძობითი სწავლება


ინფორმაცია  სავალდებულო განგრძობით სწავლებას

დაქვემდებარებული პირებისათვის

ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დამტკიცებული „განგრძობითი განათლების სტანდარტის“  (მუხლი 6, პუნქტი: 1,2) შესაბამისად, სავალდებულო განგრძობითი სწავლების სემინარები  საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში ტარდება მიმდინარე წლის 21 სექტემბრიდან.  

პროგრამა ითვალისწინებს 30-საათიან სემინარებს, სემინარის საფასური ბაფის წევრებისათვის 400 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, ხოლო არაწევრებისათვის 700 ლარი (დღგ-ის ჩათვლით);

სემინარები ტარდება 21 სექტემბრიდან 25 დეკებრამდე პერიოდში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ჯგუფებში რეგისტრაცია მიმდინარეობს 11 სექტემბრიდან, ჯგუფების არჩევა და  რეგისტრაცია სავალდებულოა  26 ოქტომბრამდე.  ბაფი განგრძობითის სემინარებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს იმ პირთა წინაშე, რომლებსაც ამ პერიოდში არ ექნებათ რეგისტრაცია გავლილი. 

განგრძობითი სწავლებას დაქვემდებარებული  ყველა პირი  ვალდებულია, მათთვის სასურველ ჯგუფებში, რეგისტრაცია გაიარონ  ონლაინ რეჟიმში, შემდეგ მისამართზე:

http://lms.accatraining.ge/projects/gfpaa/login/student/index.php

რეგისტრაციისათვის საჭიროა:  რეგისტრაციის ნომერი და პაროლი (გამოიყენეთ ძველი ნომერი და პაროლი, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ბაფის ადმინისტრაციას);  ჯგუფის არჩევა; გადახდის ქვითრის ატვირთვა.

სემინარის თემები,  საათობრივი განაწილება  და გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე:  baf.ge -განათლება და სერტიფიცირება-განგრძობითი განათლება.

დამატებითი ინფორმაცია!

ბიზნესში დასაქმებული (აუდიტორთა რეესტრში არარეგისტრირებული) პროფესიონალი ბუღალტრებისათვის, ნოემბერსა და დეკემბრში, ჩატარდება 20 საათიანი სემინარები  „მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება“.

წევრებისათვის სემინარის ღირებულება  დაფინანსებულია ბაფის მიერ, ხოლო არაწევრებისათვის სემინარის ღირებულებაა 350 ლარი, დღგ-ს ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ: 235 01 57; 235 67 56; 235 43 96

ბაფის განათლების კომიტეტი

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge