საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







აუდიტის ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა


აუდიტის  ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა

ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის  ინიციატივით, ინგლისისა და უელსის დიპლომირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტმა (ICAEW) აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული რეგიონული ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ნაწილის განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული აუდიტორების და აუდიტორული ფირმების ხარისხის გაუმჯობესება.

პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ბრიტანული აუდიტის მეთოდოლოგიის ქართულ ენაზე თარგმნა და შესაბამისი ტრენინგების ჩატარება, როგორც ინგლისურენოვანი, ასევე ქართულენოვანი აუდიტორიებისთვის.

პროგრამას მხარს უჭერს მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრი (CFRR).

პროგრამის ფარგლებში, ინგლისისა და უელსის დიპლომირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტსა  (ლიცენზიარი) და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას (ლიცენზიანტი) შორის, 2018 წლის 1 აგვისტოს,  გაფორმდა ხელშეკრულება ზემოაღნიშნული აუდიტის მეთოდოლოგიის მასალის თარგმნასა და გამოყენების უფლებებზე.

მასალა  გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, პროფესიონალ ბუღალტერთა ორგანიზაციებზე და აუდიტურ კომპანიებზე, რომლებიც დაინტერესებული არიან  საქართველოში აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებით.

მეთოდოლოგიის ქართულ ენაზე თარგმნის  დასრულება და შესაბამისი ტრენინგების ჩატარება დაგეგმილია მიმდინარე წლის დეკემბერში, ხოლო ინგლისურენოვანი ტრენინგები ჩატარდება სექტემბრის ბოლო.  

 

ლავრენტი ჭუმბურიძე

ბაფის აღმასრულებელი დირექტორი

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge