საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







იუბილე


მაია ფეიქრიშვილი - 50

ქალბატონო მაია!

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის წევრებისა და  თანამშრომელთა სახელით გულითადად  გილოცავთ იუბილეს.

თქვენი სამეცნიერო მოღვაწეობა და პრაქტიკული საქმიანობა უწყვეტად უკავშირდება ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიას, რისი დასტურიც არის თქვენი სამეცნიერო ნაშრომები და საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში მონაწილეობა.

მნიშვნელოვანია თქვენი როლი აჭარის რეგიონში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების პოპულარიზაციისა და პრაქტიკაში დამკვიდრების სფეროში.

სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, აღსანიშნავია თქვენი ორგანიზატორული უნარი.  20 წელზე მეტია  ხელმძღვანელობთ ბაფის რეგიონალურ ფილიალს და მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ აჭარის რეგიონში პროფესიის  პოპულარიზაციასა და მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ბუღალტრების მომზადებაში.

ნება მოგვეცით, ამ ღირსშესანიშნავ დღეს გამოვხატოთ  ღრმა პატივისცემა და გულითადი მადლობა გადაგიხადოთ პროფესიაში თქვენი ღვაწლისა და ერთგულებისათვის.

გულწრფელად გისურვებთ  უფლის შემწეობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს ყველა კეთილ საქმეში.

საუკეთესო სურვილებით, ბაფის წევრებისა და თანამშრომლების სახელით

  

ბაფის გამგეობის თავმჯდომარე                          ბაფის აღმასრულებელი დირექტორი                                                                                           

            რევაზ ძაძამია                                                          ლავრენტი ჭუმბურიძე

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge